5 გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომლებსაც ქალმა 40+ ასაკში უნდა მიმართოს

0
1080

სილამაზის სალონებისა და კოსმეტოლოგიური კლინიკების მენიუში წარმოდგენილი უამრავი ყოვლისშემძლე პროცედურა, გამაახალგაზრდავებელი ეფექტით. ამ ასორტიმენტით დაბნევა ძალიან მარტივია, სწორედ ამიტომ Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, პროფესიონალებისთვის ეკითხა, თუ რომელი ანტიასაკობრივი მეთოდებია ყველაზე ეფექტური, 40+ ასაკში.

გამაახალგაზრდავებელი პროცედურები

1. თუ სახის ოვალი წამოწევას საჭიროებს

Ultraformer:პროცედურა გულისხმობს სახის წრიულ წამოწევას, ქირურგიული ჩარევის გარეშე, ბოლო თაობის აპარატებით, რომლებიც HIFU ტექნოლოგიის მიხედვით მუშაობს: ულტრაბგერის ტალღები კანის ღრმა ფენებში (SMAS-ის დონეზე) აღწევს, კოლაგების ბოჭკოები, მოქმედების ზონებში, იკუმშება და დაჭიმვის ზოლებს აყალიბებს. პირველი პროცედურის შემდეგაც კი ქრება ნაოჭები და ნაკეცები, კანი მნიშვნელოვნად წამოიწევა, გაუმჯობესდება მისი სტრუქტურა, გათანაბრდება რელიეფი, სახე შეიძენს მკაფიო საზღვრებს. თუმცა, საბოლოო ეფექტს მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ მიიღებთ.

ჰელენა ქრისტენსენი

ეს პროცედურა თითქმის უმტკივნეულოა, ერთადერთი, რასაც პაციენტი იგრძნობს – მსუბუქი ჩხვლეტისა და სითბოს შეგრძნება. ხანდახან, პროცედურის დასრულების შემდეგ ჩნდება შეშუპება და სიწითლე, თუმცა, მალევე გადადის (მაქსიმუმ 24 საათში). მისი კიდევ ერთი უდავო ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ არ აქვს აღდგენითი პერიოდი, რამდენადაც ულტრაგბერითი ტალღები არ ვნებს კანის საფარს, ცხიმების დაშლის პროცდუქტი კი თავად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემების წყალობით.

2. თუ ნაოჭების მოშორება გინდათ

კონტურული პლასტიკა ფილერებით:კონტურული პლასტიკა კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, განსაკუთრებით, 40+ ასაკის გოგონებში. სახის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება სხვადასხვა სიმკვრივის ფილერები. ყველაზე ხშირია ჟელესებრი შემავსებლები, ჰიალურონის მჟავისა და კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის შემცველობით (СаНА ბუნებრივი წარმოშობის მინერალია, რომელიც, ჰიალურონის მჟავის მსგავსად, ხელს უწყობს ნეოკოლაგენეზს). ეს პროცედურა კანს ეხმარება წლებთან ერთად დაკარგული მოცულობის შევსებაში, ღრმა ნაოჭების დაგლუვებაში, კანის ხარისხისა და სტრუქტურის გაუმჯობესებაში.

სინდი კროუფორდი

ბოტულინოტოქსინის (ბოტოქსის) ინექციები:ერთადერთი პროცედურა, რომელიც კონკრეტულად ნაოჭების გაჩენის მიზეზზე ახდენს გავლენას – ბოტულინოთერაპია. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მოიაზრებს პრობლემურ ზონაში კანისა და კუნთის უმოძრაო მდგომარეობაში დატოვებას, ნერვული იმპულსის დაბლოკვის გზით. ბოტულინოთერაპიით შეძლებთ ნაოჭების მოშორებას შუბლზე, ცხვირის ხიდზე, ტუჩისა და თვალის გარშემო.

3. თუ ღაბაბის მოშორება გინდათ

სამედიცინო კრიოლიპოლიზი:ფრანგულ აპარატ Cristal-ზე 1 საათის განმავლობაში სამედიცინო კრიოლიპოლიზის ჩატარების დროს, ვაკუუმური აპლიკატორების გამოყენებით, ინტენსიურად ცივდება ლოკალური ცხიმოვანი დაგროვებები. პროცედურა იწვევს ცხიმოვანი უჯრედების კრისტალიზაციას, შესაბამისად, ისინი სიცივის ზემოქმედებით იყინება. სიცივის ზემოქმედებიდან რამდენიმე კვირის (3 თვემდე) განმავალობაში, კრისტალიზებული ცხიმი საბოლოოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით, ეფექტი კი სრულყოფილად გამოვლინდება.

ამ მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არაინვაზიურია (არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას) და რეაბილიტაციას არ საჭიროებს. ამასთან, კრიოლიპოლიზი ძალიან სასარგებლო და სრულიად უსაფრთხო პროცედურაა. მისი დასრულებისთანავე, პაციენტი უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას, 8-10 კვირაში კი ოპტიმალურ და საბოლოო შედეგს ხედავს, რომელიც დაახლოებით 6 თვემდე ნარჩუნდება.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, 1 პროცედურით თქვენ მიიღებთ სახის მკაფიოდ შემოხაზულ ოვალს, ღაბაბის გარეშე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ზედმეტად გამწვავებული არ იყო. აგრეთვე, კრიოლიპოლიზი რეკომენდებულია სხეულზე ცხიმოვანი დაგროვებების გაყინვისთვისაც. 1 პროცედურის განმავლობაში, ექიმი ჭარბი ცხიმების 20-40%-ს გაშორებთ, ამრიგად კი ტანსაცმელი 1 ზომით მცირდება. თუმცა, საბოლოო ეფექტი მხოლოდ 2-3 თვეში იქნება თვალსაჩინო.

ნაომი კემპბელი

4. ყველაფერი ერთად

RF-თერმოლიფტინგი:აპარატ Scarlet-ზე შესრულებული ნემსიანი რფ-თერმოლიფტინგი სახისა და სხეულის კანის ფრაქციული (ნაწილობრივი) რემოდელირების უსაფრთხო და ყველაზე ფიზიოლოგიური ტექნოლოგიაა. პროცედურა ერთჯერადი თავაკის (სხვათა შორის, მაში ჩაშენებულია NASA-ს მიერ შემუშავებული LED-თერაპიის სისტემაც) გამოყენებით მიმდინარეობს. თავაკი შედგება 25 მოოქროვილი ნემსისკან (მას ანტისეპტიკური მოქმედებაც აქვს). ნემსები აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეზე (რომელსაც სპეციალისტი საზღვრავს – 0.8-4 მმ), 0.1 მმ ნაბიჯებით. ამ დროს, ნემსებში ხვდება მაღალი სიხშირის მუხტი – ეს იწვევს კანის გახურებას და, შედეგად, იწყება ნეოკოლაგენეზი, აგრეთვე, ჩქარდება კანში სისხლის მიკროცირკულაცია. შედეგად, მიიღებთ მძლავრ ლიფტინგ-ეფექტს, გაიზრდება კანის ტონუსი, გათანაბრდება სახის ფერი, ზომაში შემცირდება ნასვრეტები, წამოიწევა ოვალი. ამ აპარატით ქუთუთოების ნაზი კანის დამუშავებაც კი შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ მუცელზე, თეძოებსა და ბარძაყებზე. ამასთან, პროცედურას შეუძლია აკნეს კვალის, შრამებისა და ნაწიბურების მოშორებაც. კურსი წელიწადში 4 პროცედურისგან შედგება.