
ტანსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ძილის პოზაც კი – ამ ყველაფერს შეუძლია ჩვენი ასაკისთვის 5-10 წლის მომატება ან, პირიქით, მოკლება. Girl.ge-ის რედაქცია დღეს გაგაცნობთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც დაუყოვნებლივ “გაახალგაზრდავებაში” დაგეხმარებათ.
1. შეუცვალეთ ფორმა ფრჩხილებს
როცა მორიგი მანიკურის გაკეთებას დააპირებთ, სთხოვეთ ოსტატს ფრჩხილებისთვის ნუშის ფორმის მიცემა – იგი ხელებს ვიზუალურად აახალგაზრდავებს. აგრეთვე, მიანიჭეთ უპირატესობა კანისფერ ლაქებს.
2. შეცვალეთ ვარცხნილობა
თუ სწორი თმა გაქვთ, იქნებ, წინამოს შეჭრის დრო მოვიდა: ჯერ ერთი, იგი ფარავს ნაოჭებს შუბლზე, მეორეც, ვიზუალურად აახალგაზრდავებს სახეს, რამდენიმე წლით. თუ ხვეული თმა გაქვთ, შეიჭერით კასკადი, რამდენადაც იგი თმას ხშირს აჩენს.
3. მიეცით თმას ელვარება
ასაკის კიდევ ერთი ნიშანი გაფერმკრთალებული თმაა, რომელმაც ელვარება დაკარგა. თუ თმისთვის ბუნებრივი ელვარების დაბრუნება არ ძალგიძთ, გააკეთეთ ეს მშრალი თმისთვის განკუთვნილი ნიღბებით – სხვათა შორის, ეს არამხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლოცაა თმის ჯანმრთელობისთვის.
4. შეცვალეთ სათვალე
ჯექსონვილის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა: საშუალოდ, სათვალიან ადამიანებს უფრო დიდებად აღვიქვამთ, ვიდრე რეალურად არიან. თუმცა, თუ სათვალეზე უარს ვერ ამბობთ (მაგალითად, ლინზების სასარგებლოდ), დაიმახსოვრეთ ჩარჩოს შერჩევის მარტივი წესი: რაც უფრო მრგვალია სათვალე, მით უფრო მეტ წელს უმატებს მფლობელს. და, პირიქით, “კატის თვალის” ფორმის ჩარჩოები გვაახალგაზრდავებს. აირჩიეთ ჩარჩო წამოწეული კუთხეებით.
5. შეარჩიეთ ლიფი სწორად
თუ აზღუდს ატარებთ, მნიშვნელოვანია სწორი ფორმისა და ზომის შერჩევა: კარგად მორგებული ბრა არამხოლოდ უფრო მოსახერხებელი და უსაფრთოხა ჯანმრთელობისთვის, არამედ გარეგნულადაც გვაახალგაზრდავებს.
6. დაიცავით დგომისა და ჯდომის სწორი პოზები
ეს უნივერსალური რჩევაა: ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში, გამოასწორეთ დგომისა და ჯდომის პოზა. სხვათა შორის, ცუდი პოზა არამხოლოდ გვაბერებს, არამედ იწვევს თავის ტკივილებს, კისერში დისკომფორტსა და სუნთქვის პრობლემებს. ამიტომ, გაასწორეთ ზურგი და გაიმართეთ მხრებში. დიახ, ახლავე!
7. დაიძინეთ ზურგზე
მნიშვნელოვანი არამხოლოდ ის, თუ რამდენ ხანს გძინავთ, არამედ ისიც, თუ რომელ პოზაში აკეთებთ ამას. ჯანმრთელობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა ერთი და იგივე დასკვნა გამოიტანეს: ყველაზე ჯანსაღი ძილი ზურგზე ძილია. სწორედ ეს პოზა ამცირებს სახის შეშუპებას, წვრილი ნაოჭების რაოდენობას, ადუნებს სხეულს, აუმჯობესებს უჯრედულ მიმოცვლას.