ახლავე მოიშორეთ: მაკიაჟის 6 დეტალი, რომლებიც 35 წლის შემდეგ უნდა დაივიწყოთ

0
830
Photo credit: Getty Images

მაკიაჟი ადამიანს უფრო მიმზიდველს უნდა ხდიდეს, ასაკს კი არ უნდა მატებდეს! Girl.ge-ის რედაქცია პროფესიონალ ვიზაჟისტს ესაუბრა და გაიგო, თუ როგორ უნდა შეიღებოს სახე ქალმა 35 წლის შემდეგ და რომელ შეცდომებს უნდა ააცილოთ თავი.

მაკიაჟი ეშმაკური იარაღია, რომლის დახმარებით სახეზე ყველა ნაკლის დაფარვა ან გარშემომყოფების თვალში საკუთარი თავის დამარხვა შეგვიძლია! განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ 35 წლის ასაკის შემდეგ, როცა მაკიაჟში უმცირესი ნაკლი და შეცდომა შეიძლება უპატიებელი გახდეს.

რა შეცდომებს უშვებთ მაკიაჟის გაკეთებისას

1. ზედმეტად მუქი ტონალური

ტონალური კრემის ფერი კანის ფერზე ნახევარი ტონით უფრო ღია უნდა იყოს – ეს კანს აახალგაზრდავებს და არისტოკრატულ იერს ანიჭებს. ამასთან, ეს სეზონის ასპროცენტიანი ტრენდია. მთავარია, გახსოვდეთ დამატენიანებელი კომპონენტების შესახებ! რაც უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს მათ კრემი, მით უკეთესი.

2. შეუღებავი წამწამები

არასდროს მოერიდოთ წამწამების შავი ტუშით შეღებვას და მათი ზრდის ხაზის შავი ფანქრით მოხატვას. ეს წამწამებს დამატებით მოცულობას მიანიჭებთ, თვალებს გაადიდებს და მკვეთრს გახდის, აგრეთვე, თვალის გარშემო გაჩენილი წვრილი ნაოჭებიდან ყურადღებას წამწამებზე გადაიტანს.

3. პერლამუტრიანი ჩრდილები და პუდრა

Photo credit: Fotoimedia

ნუ გადაამეტებთ პერლამუტრიანი ტექსტურებით. მსგავსი პროდუქტი მარტივად იჭედება ნაოჭებში და ხაზს უსვამს მათ. უპირატესობა მიანიჭეთ მატე ჩრდილებსა და პუდრებს, მბზინავი ნაწილაკების გარეშე.

4. არასწორი ფორმის მოუვლელი წარბები

წარბების არაერთგვაროვანი ფორმა, შეუფერებელი ფერით მოხატული ან ზედმეტად თხელი წარბები სახეს დაღლილ, ცარიელ იერს აძლევს. დაიხატეთ წარბები სპეციალური საშუალებებით, თანაც, ორიენტირდით თმის ძირებზე – წარბის ფერი მასზე ნახევარი ტონით უფრო მუქი უნდა იყოს. წარბები “ხსნის” თვალებს და ქმნის სახის აბსოლუტურად განსხვავებულ იერს. ამ სეზონში კი მოდა ისევ ხშირ წარბებზე შეჩერდა, მიეცით მათ სრული თავისუფლება – დაე, გაიზარდონ.

5. ზედმეტად ყავისფერი ტუჩსაცხი

Photo credit: Fotoimedia

მუქი ყავისფერი და ბორდოსფერი ტუჩსაცხები გაბერებთ. ყავისფერი და კარამელისფერი, სამწუხაროდ, ასევე, წარუმატებელი ვარიანტია – სახეს აფერმკრთალებს. ყველაზე უნივერსალური ღია ფერებია: ვარდისფერი, ატმისფერი კორალისფერი ნარევით. ამ ფერებით ყოველთვის ახალგაზრდობასა და სილამაზეს გამოასხივებთ!

6. ზედმეტი ბრონზერი

სახეს რამდენიმე წამში ახალგაზრდობას დაუბრუნებთ ვარდისფერი ან ნაზ-ატმისფერი ფერ-უმარილი. ყავისფერი ან ბორდოსფერი კი, პირიქით, ასაკსა და დაღლილობას ძენს მას. ფერ-უმარილი ლოყებზე, ყვრიმალების ქვეშ უნდა წაისვათ.

ზოგადად კი, გაიღიმეთ უფრო ხშირად. უკეთესი იქნება, თუ გაიცინებთ კიდევაც! ეს სახის კუნთების შესანიშნავი სავარჯიშოა, თვალებში ამ დროს გამობრწყინებული ელვარება კი ყველას დაარწმუნებს, რამდენად ახალგაზრდა და მიმზიდველი ხართ.