
ბავშვობაში, მდოგვის გემო არასდროს მომწონდა. თუმცა, მამაჩემი ხშირად მთავაზობდა მის ჭამას, რადგან, მისი თქმით, ეს სასარგებლო პროდუქტი იყო. გავიზარდე და ყველაფერი გავარკვიე.
მოკლედ, Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი დაავადებების განკურნება შეიძლება მდოგვის გამოყენებით!
მდოგვის სასარგებლო თვისებები
მდოგვის ფხვნილი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება, მდოგვის ნაყოფის სითხეგამოცლილი მასა, ანუ წამალია. ძირითადად, მას ყურადღების გადასატანად და ადგილობრივ გამაღიზიანებლად, გაციების სამკურნალოდ და ნევრალგიური ტკივილების დროს იყენებენ.
ანთების ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ ქსოვილებში სისხლის შეკავება. შესაბამისად, ამ დროს მიმოცვლითი პროცესების სიჩქარეც შემცირებულია. მდოგვის კომპრესები, კანის გაღიზიანების ხარჯზე, იწვევს სისხლის გადანაწილებას – იგი ანთების კერას ტოვებს, რაც აუმჯობესებს მასში ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს და უფრო სწრაფად აღადგენს ფუნქციას.
მდოგვი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, ორგანული დარღვევების გარეშე გამოწვეული დაავადებები აქვთ.
როგორ ვიმკურნალოთ მდოგვით
თუ მდოგვის კომპრესების დადება გადაწყვიტეთ, ამისთვის მხოლოდ თბილი წყალი გამოიყენეთ – ასე პროცედურა უფრო ეფექტური იქნება, რამდენადაც სწორედ თბილ წყალში (სხეულის ტემპერატურაზე ოდნავ დაბალში) თავისუფლდება კალიუმის მჟავე ფოსფატი, გლუკოზა და ალილმდოგვის ზეთი – მოქმედი ნივთიერებები. გახსოვდეთ, რომ საჭირო ეფექტი მხოლოდ ნედლ მდოგვს ექნება. ძველი პროდუქტი არ გამოიწვევს წვას, სამაგიეროდ, კანს ძლიერად გააღიზიანებს.
აიღეთ მდოგვის ხმელი ფხვნილი, მოამზადეთ პასტა ოდნავ თბილი წყლით და წაუსვით მასა ფურცელს ან ტილოს. ასეთი იმპროვიზებული პრეპარატი აფთიაქის მზას არაფრით ჩამოუვარდება. სამაგიეროდ, ზუსტად გეცოდინებათ, რომ ახალი და ეფექტურია.
პროცედურის დროს ინდივიდუალურად ირჩევა, როგორც წესი, 5-15 წუთს გრძელდება. თუ მდოგვის კომპრესს ბავშვზე იყენებთ, ნუ იმოქმედებთ “რაც მეტი, მით უკეთესი” პრინციპით. გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში სჯობს, უფრო ნაკლები ხნით გააჩეროთ, ვიდრე ზედმეტად დატოვოთ კანზე. დროის გადამეტება იწვევს ქიმიურ დამწვრობას, რომლის მკურნალობაც გაგიჭირდებათ. მით უმეტეს, რომ ბავშვის კანი უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრულების. პროცედურის შეწყვეტის მთავარი კრიტერიუმი კანის გაწითლებაა.
საინტერესოა მდოგვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში. ბულგარელი ექიმბაშები, მაგალითად, კომპრესების გარდა, მდოგვს თაფლთან ურევენ და მიირთმევენ, ნაღვლის კოლიკებისა და ბრონქიტის დროს. კბილის ტკივილის მოსახსნელად კი პირის ღრუს მდოგვის ექსტრაქტით ივლებენ. შინაგანი გამოყენებისთვის, 1 ჩ.კ. ფხვნილს ურევენ 100 გ ფუტკრის თაფლში. ამ მძლავრი მასის მოხმარება დღეში სამჯერ, თითო ჩ.კ. რაოდენობით შეიძლება. აუცილებელია მისი მიღება მხოლოდ ჭამის შემდეგ, რამდენადაც კუჭის ლორწოვან გარსს ძლიერ აზიანებს.
მდოგვის ფხვნილის აბაზანა (არაუმეტეს 20 წუთით) კანს დაარბილებს და მიანიჭებს აბრეშუმისებრ ტექსტურას, მისი საღამოს მიღება კი დაგეხმარებათ დამშვიდებასა და კარგად გამოძინებაში. თავისი მადეზინფიცირებელი თვისებების წყალობით. მდოგვის აბაზანა კანს ღრმად წმენდს.
სანელებლის სახით კი, მოყვარულთათვის, მდოგვის მოხმარება შეუზღუდავია. სხვათა შორის, ყველაზე გემრიელი არა წყლით, არამედ კიტრის მარინადით მომზადებული საწებელი გამოდის. სცადეთ, არ ინანებთ.