ხელ-ფეხი გიბუჟდებათ? ჩვენ რამდენიმე მარტივი რეცეპტი გვაქვს

0
749

კიდურების ხშირი გაბუჟება საკმაოდ საგანგაშო სიმპტომია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში არსებულ სერიოზულ დარღვევაზე მიუთითებდეს. ამიტომ, ამ პრობლემის უგულებელყოფა არ შეიძლება – რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ კლინიკას, გამოკვლევების ჩატარების მიზნით. Girl.ge-ის მიერ შემოთავაზებული სამკურნალო ხალხური მეთოდების გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალებად შეიძლება, მდგომარეობის გაუმჯობესების და არა მკურნალობის მიზნით.

რა მოვუხერხოთ ხელ-ფეხის გაბუჟებას?

1. ყვითელი ძიძო

გამოცდილი ფიტოთერაპევტები სწორედ ამ საშუალების გამოყენებას გვირჩევენ გაბუჟების დროს. 1 ჩ.კ. ხმელ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ახალადუღებული წყალი და დააყენეთ 15 წუთით. დალიეთ დღეში 2 ჭიქა. მკურნალობა მხოლოდ 2 დღე უნდა გაგრძელდეს.

2. კონტრასტული პროცედურები

ჩაყავით გაბუჟებული კიდურები ჯერ გრილ, შემდეგ ცხელ წყალში. შეასრულეთ ასეთი აბაზანები ყოველ საღამოს, 15 წუთით. პროცედურის დასრულების შემდეგ, კიდურები დაამუშავეთ გამახურებელი მალამოთი და დაწექით, დაიძინეთ. სრული კურსი არანაკლებ 10 დღეს მოიცავს.

3. კამფორის მალამო

დაუმატეთ ამ საშუალებას რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი და დაიზილეთ კიდურები ძილის წინ. კურსი ხანმოკლეა – მხოლოდ სამდღიანი.

4. სამკურნალო სავარჯიშოები

გაბუჟებულ ხელებს მარტივი სავარჯიშოთი დაეხმარებით: ხელები წამოწიეთ და 80-ჯერ მოხარეთ თითები. შემდეგ შეისვენეთ მცირე ხნით და გაიმეორეთ მოძრაობები. სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, უსიამოვნო სიმპტომები კი გაქრება.

5. ტიბეტური მეთოდიკა

მცირე ზომის ვარცლში ჩაასხით ცხელი წყალი, დაალაგეთ ვარცლის ფსკერზე ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ხელის თითები. უსიამოვნო შეგრძნებები სწრაფად გაქრება.