
სოკოვანი დაავადებები ჩვენს დროში ზედმეტად გავრცელებულია. ჩვეულებრივ, ამ დაავადებით ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში ინფიცირდებიან, სადაც მაღალი ტენიანობაა და ადამიანები ხშირად დადიან ფეხშიშველა. ეს შეიძლება იყოს აბანოები, საუნები, აუზები, პლაჟები… საფრთხე ემუქრება მას, ვისაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს.
ეს საკმაოდ უსიამოვნო დაავადებაა, დაინფიცირებული მონაკვეთი კი ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურება. ფრჩხილის ფერი თანდათან იცვლება, ფერმკრთალდება, იძენს რუხ-ყვითელ ან ყავისფერ იერს. ფრჩხილის ზედაპირის სტრუქტურა არაერთგვაროვანია, იქერცლება და იფშვნება. ცუდი ისაა, რომ, ხშირად, სოკო ამ ადგილზე არ ჩერდება და აინფიცირებს კანსაც, თანდათან კი მთელ სხეულზე ვრცელდება.
მიკოზთან გამკლავებისთვის, ჩვენს განკარგულებაშია ფრჩხილის სოკოს მკურნალობის ხალხური და თანამედროვე მეთოდები. ჩვენს დროში, საბედნიეროდ, დაავადება ნებისმიერ სტადიაზე ექვემდებარება მკურნალობას, თუნდაც, ყველაზე ძველი ინფექცია იყოს.
ადრე, მკურნალობის ერთადერთ საშუალებად დაზიანებული ფრჩხილის მოშორება ითვლებოდა. ასეც ხდებოდა, რომ პროცედურა პრობლემას ვერ ჭრიდა: ახალი ფრჩხილი სოკოთი დაინფიცირებული იზრდებოდა. თუ მაინც გადაწყეტდნენ ფრჩხილის სოკოს კონსერვატიული მეთოდით მკურნალობას, ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
თანამედროვე ანტიმიკოზური პრეპარატები გაცილებით უფრო ეფექტურია. მათი კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ფრჩხილში ძალიან დიდხანს რჩება, რაც დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. შვებას რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში იგრძნობთ. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ხელმისაწვდომ საშუალებებს ამ საშინელ პრობლემასთან გასამკლავებლად.
როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო
1. იოდი
ხალხური საშუალებების მოყვარულებს ვთავაზობთ იოდის 5%-იანი ხსნარის გამოყენებას დღეში ორჯერ, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში. იგრძნობთ მსუბუქ წვას, თუმცა, უნდა მოითმინოთ.
2. დინდგელა
არანაკლებ პოპულარული ანტიმიკოზური საშუალებაა პროპოლისი. მისი 20%-იანი ნაყენით გაჟღენთილი ტამპონები დაიდეთ სოკოიან ფრჩხილზე. გარკვეული დროის შემდეგ, ძველი ფრჩხილი მოგძვრებათ და ახალი, ჯანმრთელი გაიზრდება.
3. ჩაის სოკო
ჩაის სოკოს სკომპრესიასარგებლო თვისებებს ყველა იცნობს. მისი ფირფიტის კომპრესი დაათბეთ პოლიეთილენით, შეიხვიეთ ბინტით, ჩაიწვით წინდები და გაიჩერეთ მთელი ღამე. დილით მკვდარი ფრჩხილისა და კანის მოშორებას უნდა შეუდგეთ. დაიმუშავეთ ფრჩხილი იოდით. გაფრთხილება: ეს საკმოდ მტკივნეული, თუმცა, ეფექტური საშუალებაა. საბოლოოდ, სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ, ახალი ფრჩხილი სოკოს კვალის გარეშე გაიზრდება.
დაავადების რეციდივის აღკვეთის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ნივთების დეზინფექცია და სანიტარული დამუშავება, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ფრჩხილის მოვლის ხელსაწყოები, თეთრეული თუ საზოგადოებრივი გამოყენების ადგილები. ამ მიზნით გამოიყენება ქლორამინი, ფორმალინი, ძმარმჟავა… პირადი ნივთები წამოადუღეთ და დააუთოვეთ (თუ მასალა ამის საშუალებას გაძლევთ). ფრჩხილის მაკრატლები და ქლიბები სპირტით დაამუშავეთ და ცეცხლი წაუკიდეთ. ყველა ეს ზომა დაგარწმუნებთ, რომ უსიამოვნო დაავადება არ დაბრუნდება და არც თქვენს ახლობლებს შეაწუხებს.
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, მოხერხებული, ხარისხიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, სპეციალური დამცავი პრეპარატების გამოყენება, ტერფებისა და ფრჩხილების მოვლა, აუზების, საუნებისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილების სტუმრობისას სიფრთხილის დაცვა გააძლიერებს საერთო ჯანმრთელობას და ფრჩხილის მიკოზის პროფილაქტიკადაც იმოქმედებს.