5 რჩევა, როგორ ვიზრუნოთ პრობლემურ ტანის კანზე

0
814

რატომ ჩნდება გამონაყარი კანზე? როგორ ვებრძოლოთ და ვიზრუნოთ კანზე სწორად? ამ კითხვებზე ბრენდ Yves Rocher-ის ექსპერტი მარია გალკინა გვპასუხობს.

რას უკავშირდება აკნეს გაჩენა ტანზე?

ყველაზე ხშირად გამონაყარი ისეთ ადგილებში ჩნდება, სადაც უფრო მეტი ცხიმოვანი ჯირკვალია, ისინი უფრო დიდია და აქტიურად მუშაობენ. სამიზნე ობიექტებია სახე, ზურგი და მკერდის ზედა ნაწილი.

ზურგზე აკნეს აღსანიშნად დასავლელმა დერმატოლოგებმა ცალკე ტერმინიც შემოიღეს „ბაკნე“: ინგლისური სიტყვიდან „back” (ზურგი).

აკნეს გამოვლენის მთავარი მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების ძალიან აქტიური მუშაობაა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა, გენეტიკურმა მიდრეკილებამ, დიეტაში ცოდვამ, სტრესმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა. ასევე გავლენას ახდენს გარე ფაქტორები: სინთეტიკური ქსოვილის ვიწრო ტანსაცმელი, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება (რუჯი), ტანის კანის არასწორი მოვლა, ჭარბი ოფლიანობა.

როგორ ვიზრუნოთ ტანის კანზე ანთების გასაქრობად?

შხაპი დღეში 2–ჯერ მიიღეთ, რბილი დასაბანი საშუალება გამოიყენეთ. კვირაში 1–2–ჯერ კანი სკრაბით ან გომაჟით აიქერცლეთ – ასე კანის მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ და ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობა თავიდან აიცილებთ. გამონაყარის დროს სკრაბი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ – ასე სიტუაციას გაამწვავებთ.

ტანი თავის დაბანის შემდეგ დაიბანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭუჭყის და ბალზამ–კონდიციონერის ნარჩენები აკნეს გაჩენას ხელს შეუწყობს. უპირატესობა ნატურალური ქსოვილის და უფრო თავისუფალ ტანსაცმელს მიანიჭეთ, ასევე დიდხანს ხეხვას (ქამრის, ჩანთის, ზურგჩანთის) მოერიდეთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება?

საშხაპე ნეჭა ან ჯაგრისი არ გამოიყენოთ და სკრაბები ზედმეტად არ გამოიყენოთ – ასე კანს დააზიანებთ და აკნეს ზრდას ხელს შეუწყობთ. არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლად არ „გაიწმინდოთ“ და გამონაყარის გამოდევნა არ სცადოთ – ასე სიტუაციას გაამწვავებთ და ნაწიბურის გაჩენას ხელს შეუწყობთ. პოპულარული მითების მიუხედავად სოლარიუმში წასვლა ან სანაპიროზე რუჯის მიღება არ ღირს – გამონაყარი არ შემცირდება. ულტრაიისფერი სხივები აკნეს გაჩენის ერთ–ერთი მიზეზია, ამიტომ ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება.

რომელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ?

პრობლემური ტანის კანის მოსავლელად სახის მოვლის საშუალებები გამოგადგებათ. შხაპის დროს პრობლემური ან ცხიმიანი კანის გამწმენდი გელი გამოიყენეთ (კარგი იქნება, თუ გელი შეიცავს თუთიას, სალიცილის მჟავას, მცენარეულ ექსტრაქტების მატირების ეფექტით). ანთებაზე წერტილოვნად პრობლემური კანის ლოკალური საშუალებები წაისვით.

რომელი პროცედურები დაგვეხმარება?

გამონაყარის მკურნალობას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. სწორი ჰიგიენა დაიცავით, ლოკალური კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენეთ, სწორი ტანსაცმელი ატარეთ. დიეტას და ცხოვრების წესს აუცილებლად გადახედეთ. არ დაგავიწყდეთ: აკნეს გამოვლენა (მათ შორის ტანზე) ხშირად ჰორმონალური ფონის ცვლილებებს უკავშირდება – თვითმკურნალობას შეეშვით და ექიმ–დერმატოლოგს და ექიმ–გინეკოლოგს კონსულტანციისთვის მიმართეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ