როგორ მოვიშოროთ შეშუპებები – 2 ეფექტური ხალხური რეცეპტი

0
1009

დილაობით, ხშირად, სახე შეშუპებული გვხვდება (განსაკუთრებით, თვალქვეშა ზონაში), საღამოობით კი ფეხების შეშუპება გვაწუხებს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრისთვისაა ნაცნობი. უსიამოვნებასთან გამკლავებაში ხელმისაწვდომი შინაური საშუალებები დაგეხმარებათ. Girl.ge-ის რედაქცია ახლა მათგან ყველაზე ეფექტურსა და პოპულარულს გაგაცნობთ.

როგორ მოვიხსნათ შეშუპება

1. შვრიის ნაყენი

3 ს.კ. გარეცხილ შვრიას საღამოს დაასხით 1 ლ გრილი წყალი და დააყენეთ დილამდე. შემდეგ ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით და დალიეთ დღის განმავლობაში, მცირე ულუფებად. გააკეთეთ ასე 3 დღის განმავლობაში.

შვრია ბალახებით

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა კანიანი შვრია
  • 2 კოვზი წითელი მოცვის ფოთლები
  • 3 კოვზი არყის კვირტები
  • 1 კოვზი მატიტელა
  • 1 კოვზი სიმინდის ულვაშები
  • 1 ჭიქა ხმელი ასკილი

მომზადება და გამოყენება

  1. შვრია, კვირტები და ფოთლები შეურიეთ, დაასხით 3 ლ წყალი. მოხარშეთ თავდახურულ ქვაბში 30 წუთით – შვრია უნდა მოიხარშოს.
  2. დაუმატეთ სიმინდის ულვაშები და მატიტელა, ხარშეთ შემადგენლობა კიდევ 15 წუთით.
  3. ასკილის ნაყენი ცალკე უნდა მოამზადოთ: კენკრა ღამით ჩაალბეთ 1 ლ წყალში, დილით კი ხარშეთ 10-15 წუთით.
  4. ორივე მზა ნახარში გადაწურეთ და შეურიეთ ერთმანეთს.
  5. შეინახეთ მასა მაცივარში, არაუმეტეს 5 წუთით. დალიეთ დღეში ოთხჯერ, 1/4 ჭიქით, შემთბარი.
  6. 1 კვირაში, 1 მიღების დოზა ნახევარ ჭიქამდე უნდა გაზარდოთ. მესამე კვირას კი უკვე ერთ ჯერზე 150 მლ უნდა მიიღოთ.
  7. ეს საშუალება არამხოლოდ გაშორებთ შეშუპებას, არამედ თიკმლებიდან კენჭებიც გამოაქვს. აგრეთვე, მას გასახდომადაც იყენებენ.
  8. დალიეთ ნახარში რეგულარულად და არ დაგავიწყდეთ ყოველდღიური ერთსაათიანი სეირნობა. ეს 1 თვეში რამდენიმე კგ-ს დაგაკლებინებთ.

2. პირშუშხა და ლიმონი

ეს ტრადიციული ჩინური საშუალება არამხოლოდ შეშუპებას აქრობს, არამედ გამოაქვს ფილტვებიდან სისველე, აუმჯობესებს მდგომარეობას ქოშინის, მასტოპათიის, ფიბრომის დროს. სასარგებლოა გულის უკმარისობის დროს.

რეცეპტი ძალიან მარტივია: 3 ლიმონი დაკეპეთ მანქანაში და შეურიეთ 125 გ დახეხილ პირშუშხას. მიიღეთ 1 ჩ.კ. მასა საუზმისა და ვახშმის წინ. გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად, შეურიეთ თაფლი. გაიარეთ სამკვირიანი კურსი. ნუ მიიღებთ ამ საშუალებას, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ.