
მეტეორიზმი (ნაწლავური გაზების სიჭარბე) ძალიან უსიამოვნო მოვლენაა. საბედნიეროდ, პრობლემის გადაჭრა ხალხური მეთოდებით შეიძლება. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ რეცეპტს.
როგორ მოვიხსნათ მუცლის შებერილობა?
- კამა – თუ შებერილობის სამუდამოდ დავიწყება გსურთ, დაუმატეთ მზა კერძებს დაფქული ხმელი კამა. აგრეთვე, საკვებში შეგიძლიათ ანისულის ზეთის ან ბეგქონდრის დამატება.
- ნიორი – გაახმეთ და ყავის საფქვავში დააფქვიეთ ნიორი, შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით (დანის წვერით).
- კარტოფილი – მიირთვით ნახევარი ჭიქა კარტოფილის წვენი უზმოზე. 1 საათში შეუდექით საუზმეს. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 10 დღე უნდა გაგრძელდეს.
- ანისული – ჩაყარეთ თერმოსში რამდენიმე ჩ.კ. ანისულის თესლი, ჩაასხით რამდენიმე ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათით. მზა ნაყენი დალიეთ დღეში რამდენჯერმე, 50 მლ ოდენობით.
- გვირილა – მეტეორიზმს შესანიშნავად მოხსნის სამკურნალო გვირილის ყვავილები. 2 ჩ.კ. ხმელი მცენარე მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთით, დალიეთ დღეში ორჯერ, 100-100 მლ ულუფებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას.