ზეთი, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს: რატომაა სასარგებლო სელის ზეთი

0
1013

ახალმოდურ ჟოჟობასა და მაგნოლიის ზეთებს შორის, არის ერთი სრულიად შეუმჩნეველი და უსამართლოდ მივიწყებული ზეთი, რომელიც არანაკლებ სასარგებლო და ძვირფასია, მკვებავი ნივთიერებების შემცველობით – ეს სელის ზეთია.

Girl.ge-ის რედაქცია ახლა ამ ზეთის სასარგებლო თვისებებზე ყველაფერს გიამბობთ.

რითაა სასარგებლო სელის ზეთი?

პირველ რიგში, იმით, რომ ეს ზეთი შეიცავს ომეგა3-ის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ომეგა3-ის წყალობით, ჩვენი ორგანიზმი ებრძვის კიბოს უჯრედებს, უმკლავდება ტოქსინებს და გამოაქვს ისინი ორგანიზმიდან, აუმჯობესებს ორგანიზმში უჯრედულ მიმოცვლას, ამშვიდებს ფსიქიკას, ნერვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და კანის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

პრინციპში, საკმარისია იმის თქმაც, რომ სელის ზეთი უფრო მეტ უჯერ ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ვიდრე თევზის ქონი – ასე უკვე მიხვდებით, რამდენად სასარგებლოა იგი.

სელის ზეთის ჩვენებები

  • ესაა მძლავრი პროფილაქტიკური საშუალება. იგი არამხოლოდ ასტიმულირებს იმუნიტეტს, არამედ, თავის მხრივ, ჩვენს ორგანიზმში სერიოზულ სამსახურს ასრულებს. იგი შეიცავს E, A, F ვიტამინებს, მრავალ სხვა სასარგებლო ნივთიერებას. სელის ზეთი უნდა დალიოთ ცალკე, ან დაუმატოთ სხვადასხვა კერძს. ერთადერთი პირობა: მისი თერმულად დამუშავება არ შეიძლება – სელის თესლის მხოლოდ ხარისხიან და ნედლ ზეთს აქვს უნიკალური სასარგებლო თვისებები.
  • სელის ზეთი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს: მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა ქოლესტერინის კოლტების ჩარეცხვის უნარი. ექიმები პაციენტებს ამ ზეთს უნიშნავენ გულისა და სისხლძარღვების დაავადებების დროს: თითო კოვზი ზეთი ჭამამდე 2 საათით ადრე.
  • სელის თესლი ასთმატიკებს ეხმარება შეტევებთან გამკლავებაში, მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რაოდენობასა და სიხშირეს. გარდა ამისა, იგი ძალიან სასარგებლოა ალერგიკებისთვის, რამდენადაც მას შეუძლია ორგანიზმის ალერგიული რეაქციის ალბათობის შემცირება.
  • სელის ზეთი ჰიპერტონიკებისთვისაც სასარგებლოა: მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური მასაჟიც კი არსებობს ამ ზეთის გამოყენებით, რომელიც ძალიან ეფექტურია წნევის შესამცირებლად.
  • სპეციალისტებმა აღნიშნეს ზეთის მიერ მხედველობის გაუმჯობესების თვისებაც. აგრეთვე, მას შეუძლია პოტენციის მომატება და კანის მნიშვნელოვნად განახლება/გაახალგაზრდავება.
  • სელის ზეთის დახმარებით, ჩვენი ორგანიზმი ავსებს თავის ვიტამინურ-მინერალურ ბალანსს, აწესრიგებს მდგომარეობას ნაწლავებში, არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
  • სელის ზეთის გამოყენება შეიძლება შინაგანად და გარეგანად, განსაკუთრებით ეფექტურია კანზე ნახეთქების, დამწვრობის ან ფსორიაზის სამკურნალოდ, აგრეთვე, სირსველის დროსაც. ცნობილია სელის ზეთით მეჭეჭებისა და კოჟრების მკურნალობის შემთხვევებიც.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ სელის ზეთი სწრაფშრობადი ზეთია, ამიტომ, იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ თავდახურულ ჭურჭელში. თუმცა, სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი, სელის ზეთი თავის სამკურნალო თვისებებს მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.
  • სელის ზეთი შესანიშნავი საფაღარათე საშუალებაა, მას ექიმები ყაბზობის დროს ნიშნავენ. ხალხური მედიცინა სელის ზეთის გამოყენებას ჭია-პარაზიტების მოსაშორებლადაც გვირჩევს.
  • სელის ზეთს კიდევ ერთი შსანიშნავი თვისება აქვს – იგი ყლაპავს ნიტროზამინებს – კანცეროგენებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ხორცთან ან ბოსტნეულთან ერთად, ნიტრატების მოხვედრის შემდეგ ჩნდება.
  • რაღა თქმა უნდა, სელის ზეთი ძალიან სასარგებლოა ჩვენი თმისთვისაც: იგი აძლიერებს თმას, რომელიც განსაკუთრებით გამოიფიტა მრავალრიცხოვანი შეღებვის შემდეგ, გამოკვებავს თმას შიგნიდან, გააძლიერებს და გაამკვრივებს მას.

ჭეშმარიტად, სელის ზეთი უნიკალური ჯადოსნური ელექსირია, რომელიც ბუნებამ გვაჩუქა. ნუ “გამოიგონებთ ველოსიპედს” თავის იმაზე მტვრევით, თუ სად იპოვით ყველა დაავადების წამალს: აი, ისიც, თქვენ წინაშეა!