ხელმისაწვდომი წამალი: მოიშორეთ ფრჩხილის სოკო სამუდამოდ

0
1039

ფრჩხილის ქსოვილის მიკოზური დაინფიცირების მკურნალობა წარმატებით შეიძლება უბრალო პრეპარატებით, რომლებსაც ნებისმიერ აფთიაქში იპოვით. Girl.ge-ის რედაქცია ამ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია უკვალოდ, იაფფასიანი საშუალებებით.

წყალბადის ზეჟანგს კარგი ეფექტი აქვს ამ პრობლემის მოსახსნელად. მისი გამოყენებით შეგიძლიათ სამკურნალო აბაზანების გაკეთება. ამისთვის დაამზადეთ სპეციალური ხსნარი – 3 ლ ცხელ წყალზე 3 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი აიღეთ. აბაზანა არაუმეტეს 5 წუთით უნდა მიიღოთ, შემდეგ კი ფრჩხილზე წყალბადის ზეჟანგისა და სოდის ნარევი უნდა წაისვათ.

ონიქომიკოზს სახლის პირობებში ეფექტურად განკურნავს კალიუმის პერმარგანატი (მარგანცოვკა). თბილ წყალში გახსენით ფხვნილი შემდეგი პროპორციით: 2 ლ წყალზე აიღეთ 2-3 მწიკვი მარგანცოვკა. აუცილებლად დაიცავით ზუსტი თანაფარდობა, რათა კანის დამწვრობა აიცილოთ თავიდან. ასეთი აბაზანა დაახლოებით 10 წუთით უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი ფრთხილად მოჭერით დაზიანებული ფრჩხილის ნაწილი და დაამუშავეთ სპეციალური, ანტიმიკოზური მალამოთი.