როგორ მოვიშოროთ ჰერპესი მხოლოდ 1 დღეში

0
709

ძალიან ხშირად, ადამიანები ჰერპესს არასერიოზულად აღიქვამენ და, გარეგანი გამოვლინების დროს, ელოდებიან მის დამოუკიდებლად გადავლას. თუმცა, აღნიშნული დაავადება ვირუსული ბუნებისაა, თანაც, ძალიან სწრაფად და მარტივად გადამდები – ჰერპესის ვირუსს დედამიწის მოსახლეობის 96% ატარებს.

როგორც წესი, ექიმები სამკურნალოდ გარეგან მალამოებსა (აციკლოვირის შემცველს) და შინაგანად მისაღებ აბებს, აგრეთვე, ქლორჰექსიდინისა და მირომისტინის ხსნარებს ნიშნავენ, კანის საფარის დასამუშავებლად. ხანდახან, ექიმი ოქსოლინის მალამოს ან სპეციალურ, ანტივირუსულ წამლებს ან ნემსებს ნიშნავს, თუ ანთებითი პროცესი განსაკუთრებით ძლიერად მიმდინარეობს.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ, გამოცდილ საშუალებას, რომელსაც პირველი სიმპტომების (ქავილი) მოსახსნელად მხოლოდ 1 დღე სჭირდება. ეს გახლავთ გულის დაავადებების სამკურნალო წამალი – კორვალოლი. ამ შემთხვევაში, იგი გარეგანად უნდა გამოიყენოთ. წამალი წაისვით ქავილის გაჩენის ადგილას, რამდენჯერაც გაგახსენდებათ. კორვალოლი ხსნის კანის გაღიზიანებას და ვირუსისთვის მახასიათებელ გარეგან გამონაყარს არ აძლევს გამოსვლის საშუალებას.