ტერფებზე ძვლოვანი წანაზარდის მოშორების საუკეთესო გზები

0
971

ნაღველი ძალიან ეფექტური საშუალებაა ტერფებზე ძვლოვანი წანაზარდების სამკურნალოდ. მისი სამკურნალო თვისებების სპექტრი ძალიან ფართოა, იგი აჩქარებს ტერფებზე მტკივნეული ახალწარმონაქმნების გაწოვის პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. როგორც წესი, სამკურნალო მიზნებით ნაღველს კომპრესების სახით იყენებენ.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ საშუალებებს ამ პრობლემის მოსაშორებლად.

როგორ მოვიშოროთ ძვლოვანი წანაზარდი ტერფებიდან

მარტივი კომპრესი, რომელიც ღამით უნდა გამოიყენოთ: დასაწყისისთვის, გაიკეთეთ ფეხების აბაზანა 3 ლ თბილ წყლისა და 100 გ ზღვის მარილის ხსნარით. ამის შემდეგ, გაჟღინთეთ ბინტი ნაღვლით და დაიდეთ მტკივან ადგილას. ბინტი კარგად უნდა დააფიქსიროთ წანაზარდზე, გაახვიოთ ცელოფნის ფენით და, შემდეგ, პირსახოცით ან სხვა ქსოვილით. აგრეთვე, შეგიძლიათ, კომპრესი ზემოდან წინდებით დაითბოთ. დილით მოიხსენით სახვევი, ფეხი დაიბანეთ. გაიმეორეთ ეს ყველაფერი 2 თვის განმავლობაში. პროცედურა ყოველ საღამოს უნდა გაიმეოროთ.

შესანიშნავი კომპრესია, რომელიც ტერფებზე გაუხეშებული კანის მოსაშორებლადაც გამოიყენება. აიღეთ 150 გ კომფორის ზეთი, 250 გ ნაღველი და 2 წიწაკა. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი შუშის ჭურჭელში ჩაყარეთ და გააჩერეთ ბნელ ადგილას 1 კვირით. შემდეგ გაჟღინთეთ ამ სითხით ბინტი და დაიდეთ კომპრესის სახით, დაზიანებულ მონაკვეთზე. მოქმედების გასაძლიერებლად, კომპრესიანი ფეხი შეახვიეთ ცელოფნის ფენაში და ჩაიცვით წინდები. ასეთი კომპრესი 2 დღეში ერთხელ, 2 თვის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ შეიძლება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს. აგრეთვე, უკუჩვენებაა ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, დაზიანებული კანი, ჭრილობები და ნახეთქები კომპრესის დადების მონაკვეთში.

მტკივანი ძვლების მოსაშორებლად კარგია სპეციალური ჩინური საკრავები, ბაბუაწვერას, ვაზის, მარენის, მდოგვის, კურკუმასა და ზაფრანის ექსტრაქტებით. პრობლემას კარგად უმკლავდება ჩინური მაგნიტური საკრავებიც.