
შრომისმოყვარეობა იაპონელთა ეროვნული პრობლემაა: ისინი დღეში 10-12 საათით მუშაობენ, შედეგად, ოჯახისთვის დრო, პრაქტიკულად, აღარ რჩებათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ამომავალი მზის ქვეყანაში განქორწინების მაჩვენებელი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთში. შესაძლოა, ამის მიზეზი სიყვარულზე განსაკუთრებულ, ფილოსოფიურ შეხედულებაში მდგომარეობს.
Girl.ge-ის რედაქციამ იპოვა იაპონური ტესტი, რომელიც მხოლოდ 6 კითხვისგან შედგება. მათზე პასუხის გაცემისას, თქვენ გაიგებთ რაღაც ახალს საკუთარი თავისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შესახებ.
1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის სახლში პაემანი გაქვთ.
გზაგასაყარზე დგახართ: თქვენ წინაშეა უბრალო გზა, რომლითაც სწრაფად მიხვალთ, თუმცა, საინტერესოს ვერაფერს იხილავთ, და გრძელი, რომლის გარშემოც ბევრ საინტერესოს დაინახავთ. რომელ გზას გაჰყვებით?
2. გზაზე მიდიხართ და ვარდების 2 ბუჩქს ხედავთ.
იფიქრებთ, რომ საყვარელი ადამიანისთვის კარგ თაიგულს შეკრებთ. თქვენ წინაშე თეთრი და წითელი ვარდებია. როგორი პროპორციით მოკრეფთ ყვავილებს?
3. მიხვედით სახლში, რომელშიც პაემანი დაგინიშნეს, კარზე აკაკუნებთ და კარს მსახური გიღებთ.
სთხოვთ მას, რომ სახლის პატრონს შეატყობინოს თქვენი მოსვლის შესახებ, თუ თავად გაემართებით საყვარელი ადამიანისკენ იმის სათქმელად, რომ მიხვედით?
4. შედიხართ საყვარელი ადამიანის ცარიელ ოთახში.
სად დადებთ თაიგულს? ფანჯრის რაფაზე თუ საწოლზე?
5. დღე ერთად გაატარეთ და, ერთმანეთისთვის ტკბილი ძილის სურვების შემდეგ, ღამით სხვადასხვა ოთახში გადანაწილდით.
გაგეღვიძათ და საყვარელი ადამიანის საძინებლისკენ გაემართეთ, დილამშვიდობისა რომ უთხრათ. მას უკვე გაეღვიძა თუ ჯერ კიდევ სძინავს?
6. სახლში დაბრუნების დროა.
რომელ გზას აირჩევთ უკან წასვლისას, მოკლეს თუ გრძელს?
ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი პასუხები:
- თუ მოკლე გზა აირჩიეთ, ესე იგი, საკმაოდ სწრაფად გიყვარდებათ. თუ გრძელი და დაფიქრებული გზით წახვედით – თქვენი გრძნობები თანდათან ჩნდება.
- წითელი ფერი იმაზე მეტყველებს, თუ რამდენის ჩადება გსურთ ურთიერთობაში, თეთრი – რამდენის მიღება გინდათ. თუ თაიგული ერთფეროვანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ან ძალიან ბევრს გასცემთ, ან პარტნიორისგან ძალიან ბევრს ელით. თუ ფერადია – ესე იგი, დიდი ალბათობით, ბალანსს ინარჩუნებთ.
- თუ მსახურს სთხოვეთ თქვენი მოსვლის შეტყობინება, კონფლიქტებს, ხშირად, მესამე პირების ჩარევით წყვეტთ. თუ თავად მიხვედით საყვარელ ადამიანთან, პრობლემა თქვენ ორს შორის წყდება.
- თუ თაიგული საწოლზე დადეთ, ესე იგი, ამ ურთიერთობაში დარწმუნებული ხართ და გსურთ, ერთად რაც შეიძლება დიდხანს იყოთ, ფანჯრის რაფაზე დადება კი იმას ნიშნავს, რომ მოვლენათა დაჩქარება არ გსურთ.
- თუ ადამიანს სძინავს, ესე იგი, მზად ხართ, იგი ისეთად მიიღოთ, როგორიც არის, და შეეგუოთ მის ნაკლებს. თუ უკვე გაიღვიძა, ფიქრობთ, რომ შეძლებთ მის ღალატს.
- თუ მოკლე გზა აირჩიეთ, ამ ადამიანს ძალიან სწრაფად გადაიყვარებთ. გრძელი გზის არჩევა პარტნიორზე ძლიერ მიჯაჭვულობასა და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობის სურვილზე მიუთითებს.
ეთანხმებით შედეგებს?