მხოლოდ იოდი გჭირდებათ ტერფებიდან ძვლოვანი წანაზარდების მოსაშორებლად

0
817

იოდმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ფეხებზე ძვლოვანი წანაზარდების მოშორება. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, თანაც, ესაა ეფექტური პროდუქტი აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. იოდის დახმარებით შეგიძლიათ ტერფების ტკივილის მოხსნა და ანთებითი პროცესების შეწყვეტა.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ტერფებზე მტკივნეული ძვლოვანი წანაზარდების მოშორების უბადლო, ეფექტურ მეთოდებს.

იოდს ძალიან ხშირად იყენებენ სხვა პრეპარატების დახმარების გარეშე. კანზე, თავად წანაზარდზე აუცილებლად უნდა გაიკეთოთ იოდის ბადე. მანამდე, ტერფი თბილ წყალში უნდა ჩაალბოთ, გაიმშრალოთ და დაიმუშავოთ კანი კომფორის ზეთით, რათა იოდის ხსნარმა დამწვრობა არ გამოიწვიოს. აღნიშნული პროცედურა ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ, შემდეგ კი ცოტა ხნით შეისვენოთ. ამ დროში სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება დაშვებულია. შესვენების შემდეგ, გაიმეორეთ იოდით მკურნალობის კურსი.

პროცედურების დაწყებამდე, ექიმები გვირჩევენ იოდის ხსნარის გათბობას ორთქლით. არსებობს ძვლოვანი წანაზარდის მოშორების სხვა ეფექტური შინაური რეცეპტები, რომლებიც იოდს მოიცავს:

  • 5 აბი ასპირინი დანაყეთ და შეურიეთ 10 მგ იოდს. მზა საშუალება წაისვით მტკივან მონაკვეთზე და შეიხვიეთ;
  • 100 გ ბაბუაწვერა შეურიეთ იოდის ხსნარს. გამოყენებამდე, ბაბუაწვერები უნდა გარეცხოთ, გააშროთ, შემდეგ კი დააქუცმაცეთ. დააყენეთ მასა 1 კვირის განმავლობაში. მზა საშუალება გადაწურეთ და დაიხატეთ ბადეები ძვლოვან წანაზარდებზე;
  • მოამზადეთ ხსნარი 2 ს.კ. წყლისა და 10 წვეთი იოდისგან. გახსენით ეს ხსნარი 1 ლ წყალში. ამ სითხეში ფეხები ძილის წინ უნდა ჩაალბოთ;

ამ საშუალებებით ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ, შეწყვიტეთ მკურნალობა 2 კვირით და გაიმეორეთ პროცედურები.

აგრეთვე, კარგ საშუალებად ითვლება საპნისა და იოდის გამოყენებაც. საპნის კვერი დახეხეთ და შეიზილეთ მტკივან ადგილზე. დაიბანეთ ფეხი წყლით, გაიმშრალეთ და დაიხატეთ ძვალზე იოდის ბადე. მკურნალობის კურსი ერთთვიანია. აღნიშნული პროცედურები შეაჩერებს ქსოვილებში ანთებით პროცესებს და მოხსნის ტკივილის შეგრძნებებს.