3 შინაური საშუალება არითმიის სამკურნალოდ

0
978

ისეთ სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლის დროს, როგორიც არითმიაა, საუკეთესო გზაა კომპლექსური მეთოდების გამოყენება. ამიტომ, მედიკამენტურ მკურნალობას უნდა დაუმატოთ ხალხური საშუალებები, რომლებიც სამკურნალო ბალახების თვისებებს ეყრდნობა. კომპლექსური მიდგომა არსებითად აჩქარებს აღნიშნული დაავადების დროს გამოჯანმრთელების დადებით დინამიკას.

არითმიის დროს არ შეიძლება ყავის, მაგარი ჩაის, შაქრისა და სახამებლის შემცველი პროდუქტის, ცხიმიანი ხორცისა და ღორის ქონის მოხმარება. მოძრაობითი აქტიურობაც უნდა გაკონტროლდეს.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 3 შინაურ საშუალებას არითმიის სამკურნალოდ (გამოიყენეთ ისინი მხოლოდ კომპლექსურად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).

1. თაფლი და ლიმონი

საშინაო მეთოდებს შორის პოპულარულია თაფლისა და ლიმონის ნაზავის გამოყენება. 0.5 კგ ლიმონი დაჭერით და დაასხით თაფლი. 20 გარგრის კურკის გული ჩაყარეთ ამ მასაში და მიირთვით 1 ს.კ. ყოველდღე, დილა-საღამოს.

2. ნიახური

ამ დაავადების დროს, ხანდახან, სამკურნალო პრეპარატები ეფექტს არ იძლევა. ამ სიტუაციაში შვებას იგრძნობთ ნიახურის დახმარებით. ეფექტური საშუალების მოსამზადებლად, საშუალო სისქეზე დახეხეთ ნიახური, დაუმატეთ ოხრახუში, კამა, მაიონეზი და მარილი. სამკურნალო საშუალება მიიღეთ დღეში ერთხელ, ვახშმის წინ. ეს ძალიან გემრიელი სალათია და შეგიძლიათ, მას პური მიატანოთ. კერძი არითმიის დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას.

3. ხახვი და ვაშლი

არითმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეთი რეცეპტიც დაგეხმარებათ: დააქუცმაცეთ 1 პატარა თავი ხახვი და შეურიეთ დახეხილ ვაშლს. ეს მასა დღეში ორჯერ უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში, საკვების მიღებებს შორის შესვენებების დროს. სამკურნალო კურსი 1 თვეს უნდა გაგრძელდეს. ამგვარი მკურნალობის შედეგად, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.