როგორ მოვიშოროთ ნაოჭები ყელზე

0
1311

ყელის და დეკოლტეს კანი ძალიან თხელია და სხვადასხვა ფაქტორების უარყოფითი გავლენის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა: ცუდი ეკოლოგია, არასწორი ცხოვრების წესი და კანის მოვლა. ეს ყველაფერი ე.წ. „ვენერას რგოლის“ გაჩენას იწვევს, რაც ყელზე განივი ნაოჭების ნაკეცებს ქმნის. მსგავსი ნაოჭები არა მხოლოდ ასაკოვან ქალს, არამედ ახალგაზრდა გოგოსაც შეიძლება ჰქონდეს.

ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ღრმა „რგოლი“ ყელზე კანის ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება. ზოგი თვლის, რომ ყელზე ნაოჭები ჯერ კიდევ ჩვილობაში შემაერთებელი ქსოვილების ცვლილებების გამო იქმნება. მოკლედ რომ ვთქვათ, მემკვიდრეობითი არა, უფრო ანატომიური მახასიათებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა გაქვთ, სჯობს პრობლემის გაჩენა თავიდან აიცილოთ, ვიდრე მისი შედეგების მოშორებაზე დიდხანს იწვალოთ.

ყელზე ნაოჭების წარმოქმნის მიზეზები

  • მემკვიდრეობა
  • ასაკობრივი ცვლილებები
  • არასწორი მოვლა
  • მავნე ჩვევები: ირიბი დგომა, მჯდომარე ცხოვრების წესი და ა.შ.
  • ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური გავლენა

კომპლექსური მიდგომა პრობლემების თავიდან ასაცილებლად

კანის მოვლა

ყელის და დეკოლტეს ზონა კარგად უნდა გაიწმინდოთ: სახლის პირობებში კვირაში ერთხელ წვრილი აბრაზიული საშუალებით ნაზი პილინგი გაიკეთეთ, რომ კანი არ დააზიანოთ. იდეალური იქნება თუ სახლის და სალონურ მოვლას კომბინაციაში გამოიყენებთ: თვეში რამდენჯერმე სალონში ქიმიური პილინგი გაიკეთეთ. კოსმეტოლოგი პროფესიონალური მოვლის და პროცედურების პროგრამებში მიმართულებას მოგცემთ. კანი შრატებით და მკვებავი კრემებით კარგად დაატენიანეთ, ყელის და დეკოლტეს ზონა მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავით.

ბიოგამაძლიერებელი, ულტრადამატენიანებელი ღამის კრემი მშრალი სახის, ყელის და დეკოლტეს ზონისთვის Libredem Mezolux / ანტიასაკობრვი აღმდგენი კრემი სახისა და ყელისთვის Rexaline Line Killer / მკვებავი კრემი Shiseido Benefiance / დღის სახის კრემი L’Oreal Paris ჰიალურონ ექსპერტი SPF20

გაწელვები და მასაჟი

  • თუ დილა/საღამოს რამდენიმე წუთი თავისუფალი დრო გაქვთ ან დასვენების დღეებში, მსუბუქი გაწელვა და მასაჟი ჩვევად გქონდეთ. ასე კანის ელასტიკურობას და ტონუსში ყოფნას მხარს დაუჭერთ.
  • თავის დახრა მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან;
  • ყელზე დამატენიანებელი საშუალება წაისვით, მსუბუქი მოძრაობით კანი ნიკაპიდან ქვემოთ ყელისკენ დაიმასაჟეთ, ლიმფურ კვანძებს არ შეეხოთ.
  • დგომას ყურადღება მიაქციეთ, ზურგი ყოველთვის გამართული გქონდეთ.

ძილის და კვების რეჟიმი

კანის მდგომარეობა კვებასა და ძილის რეჟიმზე პირდაპირ დამოკიდებულია. კარგად გამოიძინეთ – მინიმუმ 8 საათით. ასევე დაბალანსებულად იკვებეთ: ბოსტნეული, თევზი, მწვანილი, ხილი, ხორცი და მცენარეული ზეთი მიირთვით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ