რომელი ხე გიზიდავთ ყველაზე მეტად? პასუხი თქვენს გულწრფელობას განსაზღვრავს

0
1037

რამდენად გულწრფელი ხართ ურთიერთობებში? Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ გულწრფელობის დონის განსაზღვრას ამ მარტივი ტესტით. იგი არ იტყუება!

ყველა ფსიქოლოგიური ტესტი უკავშირდება ცნობიერ და ქვეცნობიერ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ტვინში მიმდინარეობს. ამით იხსნება ის, თუ რატომ ვერ ვხსნით ჩვენს ზოგიერთ ქცევას რაციონალურად. ასეთი ქცევები თავს მაშინ იჩენს, როცა, მაგალითად, გაუაზრებლად ვიტყუებით ან ვერ ვამბობთ სიმართლეს და ვამბობთ პატარა “თეთრ” ტყუილს.

ტესტი, რომელიც დღეს მოგიმზადეთ, მთელ სიმართლეს მოგახლით თქვენი პიროვნების შესახებ და განსაზღვრავს, როგორი ადამიანი ხართ: გულახდილი თუ არა. თუ ეს გაინტერესებთ, აირჩიეთ სურათიდან ერთი ხე და გაიგეთ, რაზე მეტყველებს თქვენი არჩევანი.

აირჩიეთ ხე, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

თუ თქვენ აირჩიეთ

1. წითელი ხე

გულწრფელი ადამიანი ხართ, ხანდახან კი იმდენად, რომ გარშემომყოფებისთვის ზედმეტად დაუნდობელი ხდებით. ინტუიციას მიჰყვებით და არ გიყვართ ნახევარსიმართლე, ამიტომ, ყოველთვის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და რაც თქვენს თავში ხდება, მაშინაც კი, თუ ეს ვინმეს გულს ატკენს.

სხვებისგანაც იმავეს მოითხოვთ, მაშინაც კი, თუ ეს გულს გატკენთ. ამიტომაც აფასებთ, როცა სიმართლეს გეუბნებიან, კეთილ ტყუილას ვერავის პატიობთ.

2. ვარდისფერი ხე

თქვენ გიყვართ მშვიდობიანი ცხოვრება და სიმშვიდე. გიყვართ იმ ადამიანებით გარშემოტყმა, რომლებიც გიყვართ და რომლებსაც სრულად ენდობით. ზომიერად გულწრფელი ხართ, თუმცა, გულისა და საკუთარი გრძნობების ხელმძღვანელობით, არ გიყვართ სხვებისთვის გულის ტკენა. ამიტომ, ხანდახან, ვერ არიდებთ თავს საკეთილდღეო ტყუილს, რათა დამალოთ ისეთი რამ, რაც, თქვენი აზრით, სხვებს შეიძლება ვნებდეს.

ტყუილი გულს გტკენთ, თუმცა, პატიების უნარი გაქვთ.

3. ფერადი ხე

თუ თქვენი ყურადღება ამ ხემ მიიქცია, ესე იგი, აქტიური და ენერგიული ადამიანი ხართ. ცოტათი ეგოისტობთ, ამიტომ, გულწრფელი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ეს ხელს გაძლევთ.

არ უშინდებით ტყუილს და არასდროს ეძებთ სიმართლეს, დაე, ადამიანებს სწამდეთ ის, რაც სურთ. როცა ტყუილი გამოვლინდება, ჩვეულებრივ, თქვენ უკვე შემთხვევის ადგილიდან შორს ხართ.