სიყვარულით, ინდოეთიდან: 7 საიდუმლო მათთვის, ვისაც თმის სწრაფად გაზრდა სურს

0
1084
Photo credit: Getty Images

გაიცანით, ეს სუშმიტა, ინდოეთში პოპულარული ბიუთი-ბლოგერი გახლავთ. გოგონამ სახელი თავისი დიდებული თმითა და მისი მოვლის განსაკუთრებული საიდუმლოებით გაითქვა. თუ გრძელ, ხშირ და მოელვარე თმაზე ოცნებობთ, სუშმიტას ხრიკები გამოგადგებათ!

Girl.ge-ის რედაქციამ გულდასმით შეისწავლა სუშმიტას ბლოგი და მოამზადა 7 მარტივი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ დიდებული, უნაკლო თმის გაზრდაში.

1. დეპანტენოლი

Photo credit: Getty Images

თმის გამაძლიერებელი და ზრდის მასტიმულირებელი შამპუნებისა და ნიღბების შემადგენლობა ოდესმე წაგიკითხავთ? დიდი ალბათობით, მათ შემადგენლობაში ვიტამინ B5-ს იხილავთ. ეს იგივე ვიტამინია, ოღონდ სინთეტიკური. სუშმიტა პანტენოლის გელის ან ქაფის გამოყენებას ურჩევს მათ, ვისაც თმისცვენა აწუხებს ან უბრალოდ თმის ბოლქვების გაძლიერება სურს. მარტივია: დაიბანეთ თავი და წაისვით ცოტაოდენი საშუალება თმაზე, განსაკუთრებით მოინდომეთ თმის ძირებთან.

2. კვერცხისა და კონიაკის ნიღაბი

Photo credit: Getty Images

ძალიან თხელი და თხევადი თმის მფლობელებს სუშმიტა ურჩევს კვერცხისა და კონიაკის ნიღაბს. კვერცხი შეიცავს ცილებს, კონიაკი – ტანინებს. ორივე მათგანი თმას ახშირებს და ასტიმულირებს მის ზრდას. გატეხეთ ორი კვერცხი, დაუმატეთ 40 მლ კონიაკი, ათქვიფეთ მიქსერით ან სათქვეფით და წაისვით მიღებული მასა თმის ძირებზე.

3. ვაშლის ძმარი

Photo credit: Getty Images

ვაშლის ძმრის სავლები გააღვიძებს თმის ბოლქვებს, თუმცა, მისი გამოყენება თვეში მხოლოდ ორჯერ შეიძლება. მარტივია: დაიბანეთ თავი, კონდიციონერის ნაცვლად კი გაივლეთ თმა ვაშლის ძმრით. საშუალების ჩამობანა აუცილებელი არაა, ჩვეულებრივი ძმრისგან განსხვავებით, ვაშლისა მძაფრ სუნს არ ტოვებს.

4. ალოეს ნიღაბი

Photo credit: Getty Images

ალოეს ყვავილი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა. მისი სარგებლობის შესახებ საათობით შეიძლება ლაპარაკი, თუმცა, სუშმიტა ამბობს, რომ მისი საუკეთესო თვისება თმის ზრდის სტიმულაციაა. ბლოგერი გვთავაზობს კვირაში ორჯერ ალოეს წვენის უბრალო ნიღბის გაკეთებას. მოჭერით რამდენიმე ფოთოლი ალოეს, გაჭერით შუაზე, წვენი რომ დაწუროთ. მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ წვენი თავის კანში, გაიხვიეთ პირსახოცით და გაიჩერეთ რამდენიმე საათით.

5. ცილის ნიღაბი

Photo credit: Getty Images

ცილა ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა! გინდათ, რომ თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს? გამოკვებეთ უკეთესად! სუშმიტა კვირაში ერთხელ ე.წ. ცილოვანი დიეტის გაკეთებას გვირჩევს. აიღეთ 2 კვერცხი, დაყავით ცილა და გულები. ათქვიფეთ ცილები მიქსერით ან სათქვეფით და წაისვით მიღებული ქაფი თმის ძირებზე. ნიღბის ეფექტის გასაძლიერებლად, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი ან შეიხვიეთ თმა პოლიეთილენის პარკით.

6. ეთერზეთები

Photo credit: Getty Images

სუშმიტა თავის დიდებულ თმას ბუნებრივი ეთერზეთებით კვებავს: ჟოჟობას, ნუშის, როზმარინის, ლავანდის, ბეგქონდრის და სხვ. ისინი უამრავ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია თმის ზრდისთვის. შეურიეთ 5-5 წვეთი სასურველი ზეთი და წაისვთ ნარევი თმის ძირებზე. გაიჩერეთ 2-3 საათით. ეს ზეთი ღრმა წმენდის შამპუნით უდა ჩამოიბანოთ.

7. ცივი წყალი

Photo credit: Getty Images

გინდათ, თმის მძინარე ბოლქვები “გამოაღვიძოთ”? თავის ყოველი დაბანის შემდეგ გაივლეთ თმა ცივი წყლით. ეს დახურავს თავის კანის ნასვრეტებს, გააუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და მიანიჭებს თმას ბუნებრივ ელვარებას.