ტრიქოლოგი გირჩევთ: 5 მიზეზი იმისთვის, რომ თმა ძმრით გაივლოთ

0
826

ფიქრობთ, რომ თმის ძმრით გავლება ბებიისდროინდელი ძველმოდური ხრიკია? არაფერიც! როგორ მოიქცევით, Girl.ge-ის რედაქციამ რომ გითხრათ, რომ ამას ახლა კალიფორნიის წამყვანი ტრიქოლოგები გვირჩევენ? დიახაც, სწორედ ამას გეუბნებით.

თავის ძმრით დაბანა ჩვენი ბებიებისა და დედებისთვის ნაცნობი ხრიკია. თუმცა, 90-იან წლებში, ისინიც თამამად გაცვლიდნენ ხალხურ საშუალებას თანამედროვე ბალზამ-სავლებებში, კონდიციონერებსა და ურეცხავ, დამარბილებეს ლოსიონებში. როგორც აღმოჩნდა, ეს არც ისეთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

ტონი ჩაარი, ტორონტოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ტრიქოლოგი, რომელიც, თავის დროს, კიმ კეტროლს მკურნალობდა, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ძმრით გავლება აჯანსაღებს და ალამაზებს თმას!

“ძმრით გავლების ძირითადი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი უხდება ყველა ტიპის თმას, შეღებილს თუ შეუღებავს, სწორს თუ ხვეულს, მოკლეს თუ გრძელს, მშრალს თუ ცხიმიანს. მე უპირატესობას ვანიჭებთ ვაშლის ან ყურძნის ძმარს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევდით გაზავებულ ესენციას: მხოლოდ ნატურალური პროდუქტი გამოიყენეთ!” – ამბობს ტონი.

ძმარი თმის ჯანმრთელობისთვის

  1. მოცულობა – “თუ თხელი თმა გაქვთ, ძმარი თქვენთვის ჯადოსნურ ელექსირად იქცევა – შეძლებს იმას, რასაც ვერც ერთი სპრეი ან პუდრი ვერ დაგპირდებათ. პირველ რიგში, უარს გათქმევინებთ კონდიციონერზე. მეორეც, არ ჩამოიბანოთ ძმარი გავლების შემდეგ, აცადეთ თმას გაშრობა. სულ ესაა! სუნი 1 საათში უკვალოდ განიავდება.”
  2. ფერის დაცვა – “შეღებილი თმა უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფერს, თუ კვირაში 2-3-ჯერ გაივლებთ ძმრით, რამდენადაც იგი თმის ღერის ქერცლებს კეტავს, რაც ხელს შეუშლის პიგმენტის გამორეცხვას.”
  3. ელვარება – “თუ თმა გაფერმკრთალდა, ძმარი მას აბრეშუმის ელვარებას მიანიჭებს! მაშინაც კი, თუ დასავარცხნ საშუალებებს იყენებთ, რომლებიც თმის ზედაპირის მიკრონახეთქებში ილექება, ამძიმებს და ართმევს სინათლის არეკლვის საშუალებას, ძმარი მოგაშორებთ მუსისა და ქაფის ნარჩენებს და გააგლუვებს თმის ზედაპირს. ვუალა!”
  4. სისუფთავე – “ხშირად, სტილისტები გვირჩევენ დროდადრო ღრმადმწმენდი შამპუნების გამოყენებას, რაშიც მართლები არიან: ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი შამპუნები ბოლომდე მაინც ვერ რეცხავს დაგროვილ ჭუჭყს, განსაკუთრებით, თუ ცხოვრობთ ქალაქში და თმა მუდმივად იგროვებს გამონაბოლქვსა და კვამლს. თუმცა… ძმარი ამას არანაკლებ კარგად უმკლავდება! გამოიყენეთ იგი თმის დაბანის შემდეგ, თუმცა, არა როგორც სავლები, არამედ, როგორც შამპუნი – შეიზილეთ თმაში და დაიზილეთ თავის კანი.”
  5. მარტივი დავარცხნა – “ვერც ერთი კონდიციონერი ან ბალზამი ვერ გახდის თმას იმდენად რბილსა და დამყოლს, როგორც ძმარი! ეს თვისება განსაკუთრებით მოსწონთ ხვეულთმიანებს.”

ძმარი თმისთვის: გამოყენება

დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად, ყოველდღიური შამპუნით. კარგად ჩამოიბანეთ იგი გამდინარე წყლით და გაავლეთ თმა გრილი შხაპით. გადაწიეთ თმა წინ და დაისხით ძმარი თხემზე, თანაბრად რომ გადაესხას თმა, ძირებიდან ბოლოებამდე. საშუალო სიგრძის თმას დაახლოებით 1 ფინჯანი ძმარი დასჭირდება. ან ასე გაიჩერეთ, ან ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეფექტი უფრო შესამჩნევი გახდება, თუ თმას ფენით არ გაიშრობთ.