აირჩიეთ კარტი და გაიგეთ, რა სჭირდება თქვენს სულს

0
997

კარტებს ბევრი რამის თქმა შეუძლია არამხოლოდ თქვენს წარსულზე, არამედ აწმყოსა და მომავალზეც. ალბათ, ბევრს უჭირს ამის დაჯერება, იქნებ, თქვენი სკეპტიციზმი ახლაც გეუბნებათ, რომ ამ კარტებში ვერ იპოვით თქვენს კითხვაზე პასუხს. თუმცა, Girl.ge-ის რედაქცია მაინც გთავაზობთ მკითხაობას. დახედეთ სურათს და აირჩიეთ ოთხიდან ერთი, ინტუიციის მიხედვით.

1. რწმენისა და შემოქმედების კარტი

სწორედ თქვენ აშენებთ საკუთარ ნამდვილ ცხოვრებას, თქვენი ყოველი მოქმედებით. ნორმალურია იმაში ეჭვის შეტანა, თუ რომელი გზით უნდა შეასხათ ფრთა ოცნებებს, თუმცა, თამამი და ვნებიანი ადამიანი ხართ, ამიტომაც შეძლებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას – ეს არასდროს დაივიწყოთ.

გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და დაიწყეთ საკუთარი ახალი რეალობის შექმნა. კარგად დაფიქრდით, რა გსურთ, წარმოიდგინეთ და თამამად შეუდექით ოცნებების განხორციელებას. იყავით პოზიტიური და ბედნიერი, დაიწყეთ წინსვლა და დაინახავთ, რომ თანდათან ფეხქვეშ გზა გამოგიჩნდებათ.

2. აწმყოს კარტი

ნუ ებღაუჭებით წარსულს – ეს მხოლოდ ნაღველსა და შფოთვას მოგიტანთ, მეტი იფიქრეთ მომავალზე და იცხოვრეთ აწმყოთი. წარსული წავიდა, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ აწმყოთი ცხოვრება, აქ და ახლა მოქმედება, რათა შეძლოთ იმით ტკბობა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

აწმყოს გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ის ცოდნა, რომელიც წარსულმა დაგიტოვათ, იცხოვრეთ დღევანდელი სიყვარულით, ენთუზიაზმით. როცა მომავალი დადგება, იხილავთ იმ თესლის ნაყოფს, რომელსაც ახლა, მომავლისკენ მიმავალ გზაზე თესავთ. იცხოვრეთ და დატკბით იმ საჩუქრით, რომელიც ბედისწერამ გაჩუქათ.

3. ნიჭისა და მოვალეობების კარტი

თქვენ მთელ სულსა და გულს აქსოვთ საქმეში. ეს იმიტომ, რომ დარწმუნებული ხართ, რომ მხოლოდ ასე შეძლებთ ოცნებების განამდვილებას. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და ცხოვრებას მისცეთ დამოუკიდებლად დინების საშუალებაც.

გააგრძელეთ შრომა მიზნების მისაღწევად, ჩააქსოვეთ ამ საქმეს მთელი სიყვარული და სიმამაცე და გწამდეთ, რომ ყველაფერი, რისკენაც მიისწრაფვით, თქვენთან მაშინ მოვა, როცა ამის დრო დადგება.

4. სიკეთისა და ბალანსის კარტი

გახსოვდეთ, როგორ არსებობს სამყარო: თქვენი ყოველი საქციელი გარკვეულ შედეგს მოიტანს. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აკეთეთ ეს სიყვარულით, რათა მიიღოთ ბედნიერება, რომელიც დაიმსახურეთ.

თქვენ ყოველთვის ბევრს გასცემთ, რადგან ეს თქვენს ბუნებაში დევს. დროა, მიღებაც ისწავლოთ. მიეცით თავს უფლება, ვინმეს უყვარდეთ, დაე, ცხოვრებამ მოგცეთ ყველაფერი, რაც დაიმსახურეთ. კარგ რამეებს იმსახურებთ – დაარწმუნეთ საკუთარი თავი ამაში, რათა ცხოვრებაში ყველაფერი კარგი შემოგივიდეთ.