აირჩიეთ ბროლის ბურთი და გეტყვით, რა გელით უახლოეს დღეებში

0
1125

ბროლის ბურთი ჯადოქრებისა და ნათელმხილველების ტრადიციული რეკვიზიტია. მისი დახმარებით შეიძლება ადამიანის წარსულისა და მომავლის გაგება, თუმცა, დღევანდელ ტესტში Girl.ge-ის რედაქცია მხოლოდ მომდევნო რამდენიმე დღეზე კონცენტრირდება და არაფერს იტყვის იმაზე, რაც წარსულს ჩაბარდა. ამიტომ, თუ გინდათ, ზუსტად იცოდეთ, რა გელით უახლოეს დღეებში, ეს ტესტი იდეალური იქნება თქვენთვის.

დახედეთ გამოსახულებას და გვიპასუხეთ: ამ სამიდან რომელი ბროლის ბურთი იზიდავს თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად?

თუმცაღა, ეს ტესტი მართლა ეფექტურად რომ გაიაროთ, გადადეთ ყველა საქმე სულ რამდენიმე წამით და დასვით თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვა, რომელზე პასუხიც ძალიან გაღელვებთ.

დაფიქრდით იმაზე, თუ რისი გაგება გსურთ, და მოემზადეთ შეტყობინებისთვის, რომელიც თქვენთვისაა განკუთვნილი. მიიღეთ იგი ბრძნულად და მშვიდად, დაფიქრდით იმაზე, თუ რისი თქმა სურს მას.

1. გამჭვირვალე და ყველაზე უბრალო ბურთი

საკუთარ სამყაროში, რეალობისგან შორს ცხოვრობთ. ძალიან ხშირად გეფანტებათ ყურადღება იმით, რაც თქვენ გარშემო ხდება, ამიტომ არ შეგიძლიათ საკუთარ ძირითად მიზნებზე კონცენტრირება. მშფოთვარე აზრები ძალიან დიდ ძვირფას დროს გართმევთ.

მომდევნო დღეებში ცხოვრების შცვლის საშუალება მოგეცემათ, თუმცა, იმის მისაღწევად, რაც გსურთ, უნდა განსაზღვროთ ცხორების კონკრეტული მიზნები და მათგან არ უნდა გადაუხვიოთ. ისწავლეთ საკუთარი გონების კონტროლი და შემთხვევითი აზრების მოშორება, რათა წინსვლა მოახერხოთ.

2. ფერადი ცეცხლოვანი ბურთი, რომლის შუაგულში თვალია

ძალიან კომფორტული ცხოვრება გაქვთ. იგრძენით კავშირი ღმერთთან და გარშემომყოფებთან. თავს უძღვნით საკუთარი მიზნების მიღწევას და არჩევნის ნაყოფსაც სიამოვნებით იღებთ, ყოველდღიური შრომის შედეგად.

თქვენს კითხვაზე პასუხს გასცემს სამყარო, რადგან იგი ხედავს თქვენს დამსახურებებს. შემდეგი რამდენიმე დღე თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება მიზნების მისაღწევად, თანაც, სასიამოვნო სურპრიზებიც გელით. გააგრძელეთ პატიოსნად ცხოვრება და ამ დადებით ენერგიას დიდი ხნით შეინარჩუნებთ.

3. მკვეთრი, ფერადი ბურთი

ძალიან ამაყი ადამიანი ხართ, რაც წყალობის მიღებაში გიშლით ხელს. თქვენ გარშემო უამრავი ისეთი ადამიანია, რომლებიც თქვენს დახმარებას ცდილობენ, იქნება ეს სიტყვებით თუ ურთიერტობებით, თუმცა, თქვენ არ იღებთ მათ შემოთავაზებებს. უფრო მშვიდი და კეთილი უნდა იყოთ ადამიანების მიმართ.

სამყარო საჭირო ადამიანებს გიგზავნით და სწორ გზაზე გაყენებთ. და, როცა შეძლებთ იმის გამოყენებას, რასაც ნებისმიერი ადამიანი შემოგთავაზებთ, აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება ბედნიერებითა და წარმატებით აივსება. იყავით მოკრძალებული და მადლიერი – შორს წახვალთ.