
ხალხურ მედიცინაში ხშირად შეხვდებით რეცეპტებს, რომლებიც არყის ხის კუპრის სამკურნალო თვისებებზეა დაფუძნებული. ეს მუქი მწვანე ფერის ზეთოვანი ნივთიერებაა, რომელიც არყის ხის დამუშავებით მიიღება. კუპრი ფრჩხილის ფირფიტაზე მიკოზულ დაზიანებას ეფექტურად უმკლავდება. მის სახლში გამოყენებას მარტივად შეძლებთ. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ არყის ხის კუპრი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად.
არყის კუპრს საწყის სტადიაზე სოკოვანი ინფექციების განადგურება შეუძლია, მაგრამ უფრო მიშვებულ სტადიაზე დამატებით მედიკამენტებით თერაპიის გამოყენება მოგიწევთ.
ბუნებრივი წარმოშობის გამო კუპრის გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ ქალებშიც ნებადართულია. კუპრის გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ხშირად სამკურნალო პროცესები სპეციალური აბაზანების მიღებას, ტერფების დაორთქვლას და შემდეგ საშუალების წასმას მოიცავს. ყველაზე ეფექტურია ფეხის აბაზანა უბრალო დიასახლისის საპნით.
სამკურნალო პროცედურების თანმიმდევრობა:
- დიასახლისის საპნის ნატეხი სახეხზე გახეხეთ და ცხელ წყალში გახსენით. ამ ნარევში ფეხები 15 წუთით დაიორთქლეთ.
- შესაძლებლობის მიხედვით დაზიანებული ნაწილები მოიშორეთ.
- აბაზანის შემდეგ ფეხები პირსახოცით გაიმშრალეთ.
- კუპრით ტერფები, ფრჩხილები და თითები დაიმუშავეთ.
კუპრით მკურნალობა ყოველდღე გაიმეორეთ, სანამ ფრჩხილის ფირფიტის დაზიანებული ქსოვილები სრულად არ აღდგება.
კუპრის საპნით და სოდით მკურნალობაც სოკოს ეფექტურად უმკლავდება. გამოყენების მეთოდი:
- საპნის ნატეხი სახეხით გახეხეთ.
- სქელის მასის მისაღებად ცოტა წყალი აურიეთ.
- ნარევს 2 ს/კ სოდა დაუმატეთ, აურიეთ.
- მზა საშუალება ყოველდღე დაზიანებულ ადგილებში შეიზილეთ.
ამ რეცეპტით სოკოვან ინფექციებს 1 კვირაში მოიშორებთ. მიშვებული სოკოვანი ინფექციების დროს სრულად გამოსაჯანმრთელებლად შეიძლება 2 ან მეტი კვირა დაგჭირდეთ.
შინაურული მალამოები ხშირად კუპრზეა დაფუძნებული. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი მეთოდი:
- ნეიტრალური კრემი ან ქონი მალამოს ცხიმოვან ბაზად გამოიყენეთ.
- ეს ცხიმოვანი ბაზა არყის კუპრს აურიეთ. თავიდან კუპრის და ბაზის პროპორცია 5:95. თანდათან კუპრის პროცენტი 20%–მდე გაზარდეთ.
- მზა მალამო ფრჩხილებში ყოველ საღამოს შეიზილეთ.