პროპოლისი – ეფექტური საშუალება ვარიკოზის საწინააღმდეგოდ

0
868

Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ერთ–ერთი მკითხველის გამოცდილებას, თუ როგორ გაუმკლავდა ვარიკოზს ხალხური მედიცინის დახმარებით:

“ასაკოვან ხალხს ვარიკოზი ხშირად აწუხებთ, მათ შორის მეც. იმის მიუხედავად, რომ მთელი 8 წლის განმავლობაში ექიმების ყველა მითითებას ვითვალისწინებდი, დაავადება პროგრესირებდა. რამდენიმე წლის წინ ფეხებზე ბორცვები, შემდეგ წყლულები გამიჩნდა. მათთან საბრძოლველად 10-15%–იან პროპოლისის სპირტიან ხსნარს ვიყენებდი. ამობურცულ ადგილებში დღეში 2–ჯერ ვისვამდი. 2 კვირაში გაქრა.

უკვე წლებია სისხლძარღვებში სისხლის შეგუბებას ვებრძვი, ნიშის სისტემით ვვარჯიშობ. წყლულების მოსაშორებლად შემდეგ პროცედურებს ვიყენებდი: იოდინოლით გაჟღენთილ სალფეთქებს კანზე ვისვამდი, ხოლო მის ირგვლივ კანზე თუთიის მალამოს ვისვამდი. დღეში 1–2–ჯერ სახვევს ვიცვლიდი, მაგრამ წყლულზე დაფარულ მარლას არ ვიშორებდი, არამედ კვლავ იოდინოლით ვჟღინთავდი. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ფეხები თბილი საპნიანი წყლით უნდა ჩამოიბანოთ და კვლავ პროცედურა გააგრძელოთ.

სახსრების ტკივილის დროს სისხლი დროულად უნდა გაათხელოთ. ამ მიზნით ცხენის წაბლის ნაყოფის ან ყვავილების ნაყენს ვისვამდი. მისი მომზადება ძალიან მარტივია: 5 დაქუცმაცებული წაბლის ნაყოფი 0,6 ლ არაყზე აიღეთ და 10 დღე დააყენეთ. 20-25 წვეთი მიღებული ნაყენი ჭამამდე დალიეთ. სამკურნალო კურსი – 10 დღე, შემდეგ 10 დღე დაისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. პროცედურა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.

თუ წაბლის შეძენას ვერ ახერხებთ , წნორის ქერქით ჩაანაცვლეთ, რომელსაც პრაქტიკულად ყველგან იპოვით. 15 გრ დაქუცმაცებული ქერქი 300 გრ წყალში 15 წუთით ადუღეთ. მიღებული ნახარში 2–2 სუფრის კოვზობით დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ. კურსი 10 დღე, შემდეგ 10 დღე შესვენება.

2 თვეში ვენების მდგომარეობის გაუმჯობესებას ფეხებზე ვაშლის ძმრის წასმით შეძლებთ. ამის წყალობით სისხლძარღვების ბადე შემცირდება, ხოლო ვენები ნაკლებად გამოხატული გახდება.”