SPA როგორც პროვანსში: ლავანდის ტანის სკრაბის რეცეპტი

0
1094

პროვანსის მდიდრული სპა ცენტრები ის ადგილია, სადაც ადამიანები სამკურნალოდ, განსატვირთად და უბრალოდ დასასვენებლად ბრუნდებიან. პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო საფრანგეთში მოგზაურობაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. თვითიზოლაციაში რომ არ მოიწყინოთ, სახლში სპა პროცედურა მოიწყვეთ. სჯობს ლავანდის სკრაბით კანის ღრმა გაწმენდით დაიწყოთ. ამ მცენარის ზეთი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და თავის ტკივილს აქრობს. გარდა ამისა, შინაურული სკრაბი კანს შესანიშნავად ატენიანებს და ქერცლავს, ამასთან რბილს და ელასტიკურს ხდის. Terre Blanche Hotel Spa Golf Resort-ის კანის მოვლის ექსპერტები გვიზიარებენ ტანის გამწმენდი სკრაბის მომზადების რეცეპტს, რომელიც თქვენს კანს გარდაქმნის და ფიქრებით პროვანსში გადაგიყვანთ.

ლავანდის სკრაბი ტანისთვის

ინგრედიენტები:

  • 50 გრ ხმელი ლავანდის ყვავილი
  • ბეგქონდარა
  • 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 20 მლ ორგანული ზეითუნის ზეთი
  • 30 გრ ლერწმის შაქარი

ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. არომატული ლავანდის სკრაბი პროვანსიდან მზადაა!

ნატურალური ინგრედიენტების სარგებელი:

  • ლავანდა ანტიოქსიდანტურ, ასევე ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, რომლებიც კანს მავნე ბაქტერიებისგან წმენდს.
  • ბეგქონდარა დაღლილობას აქრობს, სტრესს ებრძვის და კანს ამშვიდებს.
  • როზმარინის ზეთი ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს, კანს კარგად წმენდს და ატონიზირებს, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს, ცხიმის ჭარბ წარმოებას აფერხებს, კანის ზედაპირს ათანასწორებს და ანტიასაკობრივ ეფექტს ფლობს.

როგორ წავისვათ?

იდეალურ შემთხვევაში, სჯობს სკრაბი შხაპის დროს სველ, სუფთა კანზე წრიული მოძრაობით წაისვათ – ტერფებიდან ზემოთ. პროცედურის შემდეგ სკრაბი გრილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ კანი ტანის რძით ან ლოსიონით დაიტენიანეთ. კანი სკრაბით კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გაიწმინდეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ