ნაყენის რეცეპტი, რომელიც სისხლს ათხელებს და გულის მუშაობას აუმჯობესებს

0
812

სისხლი ადამიანის ორგანიზმში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სითხე, არამედ ჩვენს პლანეტაზე ერთ–ერთი ყველაზე უნიკალური ნივთიერებაა. სწორედ ის უზრუნველყოფს სასიცოცხლო აქტივობას, ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების სისხლძარღვების სისტემაში გადატანას და სხეულის ტემპერატურის კონტროლს. ამ მარტივი ამოცანების შესასრულებლად სისხლი თხევადი უნდა იყოს.

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც სისხლს ათხელებს და გულის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ნაყენი

ხალხური საშუალების მოსამზადებლად 3 ს/კ კამის თესლი და 1 ს/კ კატაბალახას ფესვი დაგჭირდებათ. ამ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 ღამე ან მინიმუმ 5-6 საათი დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და 1 ლიტრამდე ცხელ წყალში გააზავეთ, გემოვნებით თაფლი დაუმატეთ. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე ¼ ჭიქა ნაყენი დალიეთ. ეს საშუალება შესანიშნავად დაგეხმარებათ.