ვათხელებთ სისხლს სოდით და თავიდან ვიცილებთ ინფარქტს

0
925

სხვადასხვა წყაროებში სულ უფრო ხშირად ახსენებენ, რომ სოდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სოდა ბევრი დაავადების მკურნალობაზე დადებით გავლენას ახდენს და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების, ასევე ორგანიზმის ტოქსინებით მოწამვლის და ჭარბი წონის დროს ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სოდის ხსნარის მომზადების მეთოდებს, რომელთა დახმარებით სისხლის გათხელებას და ინფარქტის თავიდან აცილებას შეძლებთ.

სოდის ხსნარის გამოყენების ერთ–ერთი დადებითი ეფექტი სისხლის გათხელებაა. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ნატრიუმის ბიკარბონატი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კედლებში აქტიურად შეიწოვება და სისხლში გროვდება, რაც ph ბალანსს უფრო ტუტე მხარისკენ ხრის. ტუტე გარემოში სისხლში შემავალი ელემენტები ერთმანეთს შორდება, შედეგად სისხლი არ სქელდება და თრომბის წარმოქმნის რისკი მცირდება.

სანამ სოდას სამკურნალო მიზნით გამოიყენებთ, სისხლის მჟავე–ტუტე ბალანსი შეამოწმეთ, რომ შემთხვევით ჯანმრთელობა არ დააზიანოთ. თუ ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლში მჟავე გარემოა, შეგიძლიათ სოდა გასატუტევნებლად გამოიყენოთ. სისხლის გათხელების მიზნით სოდის სამკურნალო კურსის დანიშვნისას დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ასეთი თერაპია გჭირდებათ. ზოგიერთი აციდოზის (მჟავიანობა) პროცესს შეიძლება ამ უნარის შემცირების არეში შედედების სისტემის დარღვევა ახლდეს.

უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, ph ბალანსის ტუტეზე გადასვლისას, სოდის დახმარებით სისხლის გათხელება ორი გზით ხდება:

  1. ნატრიუმის ბიკარბონატის წყალხსნარის ყოველდღე მიღებით. ამისთვის 1/4 – 1/5 ჩ/კ სოდა 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით, კარგად აურიეთ და იმწამსვე დალიეთ. სჯობს სასმელი დილით, უზმოზე, ან საღამოს დალიოთ.
  2. სამკურნალო კურსის ჩატარებით შიმშილობასთან კომბინაციით. ამ მეთოდს საკმაოდ აგრესიული მოქმედება აქვს, ამიტომ ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. 3-5-10 დღიანი შიმშილობის დროს სოდის ხსნარი დღეში 10-12-ჯერ უნდა დალიოთ. ხსნარის მოსამზადებლად ¼ ჩ/კ სოდა 250 მლ წყალში გახსენით. მეთოდის დამოუკიდებლად გამოყენება რეკომენდებული არაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ადრე სამკურნალო მიზნით არასდროს უშიმშილია.