
ქოლესტერინის შემცირების ძირითადი გზა კვებითი ჩვევების გამოსწორება და მავნე პროდუქტებზე უარის თქმაა. პირველ რიგში, სწორედ რაციონის ხარისხიან შემადგენლობაზეა დამოკიდებული სისხლში ქოლესტერინის დონის მაჩვენებლები. თუმცა, არსებობს ამ უსიამოვნო მაჩვენებლის შემცირების სხვა გზებიც. მაგალითად, ფიზიკური აქტივოვა. დაუთმეთ დრო რეგულარულ ვარჯიშს – ასე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ძალიან სწრაფად გაუმკლავდებით.
უნდა გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია დსლპ-ს მაღალი, ხოლო მსლპ-ს დაბალი დონეები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ კვებითი ჩვევების შეცვლა საკმარისი არაა. აუცილებელია სპორტით დაკავებაც.
როგორ მოვახერხოთ “კარგი ქოლესტერინის” კონცენტრაციის გაზრდა და, ამავდროულად, “ცუდის” შემცირება, ფიზიკური აქტივობითა და სპორტით? კარდიოლოგიური დანაყოფის ექიმები და ფიტნეს-ტრენერები გვაძლევენ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში.
აერობული კარდიო-სავარჯიშოები გვეხმარება სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში. ეს იმიტომ ხდება, რომ მსგავსი აქტივობის დროს ადამიანი გარკვეული რიტმით მოძრაობს სუფთა ჰაერზე, ამ დროს კი მისი პულსი თანაბრდება და ხშირდება. სისხლი აქტიურად იჟღინთება ჟანგბადით, რის შედეგადაც იწყება ცხიმოვანი ქსოვილების დაშლის პროცესი, კერძოდ, სისხლძარღვებში ცუდი ქოლესტერინის შლა იწყება. რეგულარული ვარჯიშის დროს, ქოლესტერინის კოლტები ვეღარ მოასწრებს დაგროვებას სისხლძარღვების კედლებზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დსლპ-ს დონე მორბენალ-პროფესიონალების სისხლში 70%-ით უფრო სწრაფად იწვის, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში, რომლებიც სპორტულ დატვირთვებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.
კუნთოვანი ქსოვილების ტონუსში შენარჩუნებაც არ აძლევს ქოლესტერინის ცუდ სახეობას სისხლძარღვებში დაგროვების საშუალებას. ამიტომ, ექიმები ჭარბწონიან და გულის პრობლემების მქონე ასაკოვნებსაც კი ურჩევენ ძალოვანი სავარჯიშოების შესრულებას. ეს შეიძლება იყოს სუფთა ჰაერზე სეირნობა, ველოსიპედით გადააგილება, აგარაკზე ან ნაკვეთზე მუშაობა. თუ ადამიანი დიდ დროს საწოლში, თანაც ცუდ განწყობაზე ატარებს, ეს მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად შეარყევს. ამიტომ, თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად, მიმართეთ ცხოვრების მოძრავ წესს.
დასავლელი ექიმ-კარდიოლოგები, ჩატარებული კვლევების შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხნიერი ადამიანები, რომლებიც დილით 40 წუთით მაინც სეირნობენ, 50%-ით ნაკლებად ექვემდებარებიან ინსულტის, ინფარქტის ან გულის უეცარი შეჩერების რისკს, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მოძრაობის დროს პულსი ხნიერ ადამიანებში, ჩვეულებრივ მაჩვენებელთან შედარებით, წუთში მხოლოდ 15 დარტყმით უნდა გაიზარდოს.
თუ ადამიანის ფიგურა ვაშლს ემსგავსება, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია. განსაკუთრებით, ქალების შემთხვევაში. ზრდასრული მამაკაცის წელის გარშემოწერილობა 94 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ქალისა – 84-ს. აგრეთვე, უნდა შეინარჩუნოთ წლისა და თეძოების გარშემოწერილობების ნორმალური თანაფარდობაც – მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი არაუმეტეს 0.95-ს უნდა შეადგენდეს, ქალებისთვის – 0.8-ს. თუ მუცლის არეში ფიგურა უფრო დიდია, ვიდრე თეძოების, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და დროა, სხეულის მასის შემცირებაზე იფიქროთ.