გაიწმინდეთ ღვიძლი ხელმისაწვდომი და გემრიელი შვრიით

0
571

ღვიძლის წმენდა შვრიის გამოყენებით ყველას შეუძლია. გარდა ამისა, იგი დადებითად მოქმედებს თირკმლებისა და სისხლძარღვოვანი სისტემის ჯანმრთელობაზეც. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ იაფ და ხელმისაწვდომ საშუალებას ღვიძლის გასაწმენდად.

აიღეთ 1 ჭიქა შვრიის მარცვლები (ამ შემთხვევაში, ფანტელები არ გამოდგება), გარეცხეთ თბილი წყლით და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ 2 ს.კ. არყის კვირტები (შეიძლება როგორც ნედლი, ისე ხმელი), 3 ს.კ. წითელი მოცვი (ნედლი ან ხმელი), დაასხით 4 ლ წყალი. დააყენეთ გრილ ადგილას 24 საათით.

შემდეგ სხვა ქვაბში ჩაყარეთ 1 ჭიქა ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი, დაასხით 1 ჭიქა წყალი, აადუღეთ, ჩაყარეთ 2 ს.კ. ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი. ადუღეთ მთელი მასა 15 წუთის განმავლობაში და დააყენეთ 45 წუთით. შემდეგ გადაწურეთ ნახარშიცა და შვრიის ნაყენიც, შეურიეთ ორივე სითხე ერთმანეთს. მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში, ბნელ ბოთლებში.

მიიღეთ შემთბარი სითხე ყოველდღე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. პირველ დღეს 50, მეორე დღეს – 100, მესამე და მომდევნო დღეებში კი 150 მლ. კურსი სულ 10 დღეს უნდა მოიცავდეს, ორკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. წმენდის პროცესში არ შეიძლება ხორც-პროდუქტის მირთმევა. ასეთი საშუალების მიღებისთვის ყველაზე შესაფერისი დრო საგაზაფხულო და საშობაო მარხვაა.