
ჩვეულებრივ, მეჭეჭების გაჩენა ნორმალურად ითვლება და ადამიანში მღელვარებას არ იწვევს. თუმცა, მიუხედავად მოჩვენებითი უვნებლობისა, მათ აქვთ კიბოდ ქცევის პოტენციალი, ამიტომ, მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მათი მოშორების უცნაურ მეთოდს, რომელიც მკითხველმა გაგვიზიარა.
–“დიდხანს ვმუშაობდი სკოლაში, მასწავლებლად. შესაბამისად, ბევრს ვწერდი კალმით რვეულებში, ცარცით – დაფაზე. უეცრად შევნიშნე, რომ მარჯვენა ხელის სამ თითზე მეჭეჭები გამიჩნდა. მუშაობა ძალიან გამიჭირდა, წანაზარდები საშინლად მაწუხებდა.
ერთმა ბებიამ მითხრა, რომ სამკურნალო საშუალება პირდაპირ ხელთ მქონდა. როგორც აღმოჩნდა, მეჭეჭზე რაც შეიძლება ხშირად უნდა წაისვათ ცარცი, კლებადი მთვარის ფაზაში. ასეთი წამალი სკოლის მასწავლებლისთვის საუკეთესოა. გავოგნდი, როცა მეჭეჭები მართლა ძალიან სწრაფად გაქრა. მას შემდეგ ისინი აღარც გაჩენილა.”
თქვენ გამოგიყენებიათ მსგავსი მეთოდი მეჭეჭების სამკურნალოდ?