
სისხლის სიბლანტის შესამცირებლად, გამოიყენეთ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის წვენი. მათი ეფექტურობა იმ მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცვლობას ემყარება, რომლებიც შედედებადობაზე ახდენს გავლენას. თავისი დადებითი წვლილი შეაქვს წყალსაც, რომელსაც ნებისმიერი წვენი შეიცავს. 1 ჭიქა ახალდაწურული წვენი დღეში საკმარისია სისხლის სიბლანტის პრობლემების მოსახსნელად. Girl.ge-ის რედაქცია ამისთვის ხილის, ბოსტნეულის და შერეული წვენების დალევას გირჩევთ.
ყველაზე ეფექტური სწორედ შერეული წვენებია: ფორთოხლის, გრეიფრუტის და ცოტა ლიმონისაც. არანაკლებ სასარგებლოა ჟოლოს, მაყვლისა და ხურტკმლის წვენები, განსაკუთრებით, მათი ნარევი. ძალიან სასარგებლოა ცალკე აღეული წვენებიც: პომიდვრის, სტაფილოს, ვაშლის, ანანასის, ძახველის და ბევრი სხვა. მათ შესანიშნავი გავლენა აქვთ სისხლის სიბლანტეზე, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მუდმივად მიირთმევთ.
ნატურალური წარმოშობის პროდუქტებიდან, რომლებიც სისხლის სიბლანტეს ამცირებს, სპეციალისტები ლიმონს, ჯანჯაფილს, ნიორსა და შტოშს გამოყოფენ. გაცილებით ნაკლებად, თუმცა, მაინც ეფექტურია ხილი და ბოსტნეული, ზღვის პროდუქტი, თევზი და მწვანილი.
სისხლის სიბლანტეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვეულებრივი სუფთა წყალიც. სპეციალისტებს სჯერათ, რომ დღეში ადამაინმა არანაკლებ 1.5 ლ წყალი უნდა მიირთვას. სისხლის გაბლანტებისთვის იგი სამკურნალო პრეპარატებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.