
ვენოზური უკმარისობა ძალიან სერიოზული დაავადებაა, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. სამწუხაროდ, დღეს იგი არამხოლოდ ასაკოვან, არამედ ახალგაზრდა ადამიანებშიც გვხვდება. “ვენოზური უკმარისობა” კრებითი ტერმინია, რომელიც ვენებში სისხლის შეკავების პათოლოგიური მოვლენის განვითარებას მოიცავს.
Girl.ge-ის რედაქციამ შეკრიბა საუკუნეებით გამოცდილი სამკურნალო საშუალებები – ისინი არამხოლოდ გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გაათხელებს სისხლს, არამედ ხელს შეუშლის თრომბების გაჩენასაც.
- ტყის თხილი-დაავადებასთან საბრძოლველად გამოიყენება მცენარის ხმელი ფოთლები და ქერქი. ისინი უნდა დააქუცმაცოთ და მოწალოთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით. დააყენეთ ჭურჭელი 3 საათით თბილ ადგილას. დალიეთ 1/4 ჭიქა ყოველი ჭამის შემდეგ.
- კალანჰოეს ნაყენი-გარეცხეთ 50 გ კალანჰოეს ფოთლები და დააქუცმაცეთ. დაასხით ხარისხიანი არაყი და დააყენეთ გრილ ადგილას 10 დღით. გადაწურეთ და გამოიყენეთ ფეხების დასაზელად, ვენოზური უკმარისობის დროს.
- ცირცელის ნახარში-აიღეთ 100 გ ცირცელის დაქუცმაცებული ხმელი მერქანი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 9 საათით თერმოსში. გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ს.კ. დღეში სამჯერ.
- კიტრის წვენი-დაწურეთ კიტრის წვენი და მიირთვით 50 მლ დღეში 2-3-ჯერ.
- ბალახეულის ნაყენი-თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სვიის ყვავილედები, პიტნის ბალახი, კატაბალახას ფესვი და წყლის სამყურა. დააყენეთ 1 ს.კ. ასეთი მასა 2 ჭიქა მდუღარეში. დადგით ჭურჭელი 1 საათით თბილ ოთახში. მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.