2 რეცეპტი ორგანიზმის გასაწმენდად და მარილების გამოსადევნად

0
833

ორგანიზმიდან ჭარბი მარილის გამოდევნა კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. ასე საპატიო ასაკამდე თავს უფრო მხნედ და ჯანმრთელად იგრძნობთ და ბევრი დაავადების განვითარებას თავიდან აიცილებთ. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმს მარილებისგან გაწმენდთ.

ორგანიზმიდან მარილების გამოდევნა ბრინჯით

პირველ რიგში, ბრინჯი ჩაალბეთ, რომ ზედმეტი სახამებელი მოაშოროთ. 2 ს/კ მარცვლეული ცივ წყალში 1 დღე ჩაალბეთ. დილით ამ ბრინჯიდან ფაფა მოამზადეთ შაქრის და მარილის გარეშე. მხოლოდ ამ ბრინჯის ფაფით ისაუზმეთ. 1 საათში შეგიძლიათ სხვა პროდუქტი მიირთვათ.

ორგანიზმის გაწმენდა დაფნის ფოთლით

5 გრ დაფნის ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით ადუღეთ. მზა ნახარში თერმოსში ან ჩაის დასაყენებელ ჩაიდანში ჩაასხით, 3-4 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მცირე ყლუპებით დღის განმავლობაში დალიეთ.

დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა 3 დღე ხდება, კურსი შეგიძლიათ წელიწადში 1–2–ჯერ გაიმეოროთ. ეს ხალხური საშუალება კუჭის, ღვიძლის და საშარდე სისტემის დაავადებების დროს უკუჩვენებულია. მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია. დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა შეგიძლიათ დღიურ შიმშილობას შეუთავსოთ.