
სახსრების ტკივილი გავრცელებული პრობლემაა და ასაკის მატებასთან ერთად თავს ხშირად გვახსენებს. ყველაზე გავრცელებულია მუხლის, მხრის, იდაყვების და მენჯ–ბარძაყის სახსრების ტკივილები.
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს მტკივნეული სახსრების სამკურნალოდ.
- რეკომენდებულია ასეთი რეცეპტი სახსრების ტკივილის მოსაშორებლად: 50 გრ დაფნის ფოთოლი 300 მლ წყალში 5-8 წუთით ადუღეთ. მიღებული ნახარში თერმოსში დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. დღის განმავლობაში ყლუპებით დალიეთ (მაქსიმუმ 1 ს/კ ერთ მიღებაზე). უფრო მეტი დოზის მიღება უკუჩვენებულია, რადგან გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს. კურსი 3 თვეში ერთხელ გაიმეორეთ.
- 1 ქათმის კვერცხი გახვრიტეთ და 0,5 ლ ქილაში ჩაასხით. ცარიელი ნაჭუჭი ძმრით გაავსეთ და იმავე ქილაში მოათავსეთ. იგივე პროცედურა მზესუმზირას ზეთით გაიმეორეთ. ქილების შემადგენლობა სქელი მალამოს მიღებამდე აურიეთ. მტკივნეულ სახსრებზე წაისვით, მაგრამ არ შეიფუთოთ და არ შეიხვიოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში დამწვრობის რისკი იზრდება. მალამო 15-20 წუთით გაიჩერეთ. ქილა ყოველთვის მჭიდროდ დახურული უნდა იყოს.
- კიდევ ერთი ხალხური მეთოდი სახსრების სამკურნალოდ: 100 გრ 70%–იანი სპირტი, 50 გრ მდოგვის ფხვნილი, 50 გრ ქაფური და 3 კვერცხის ცილა აიღეთ. კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. მზა მალამო მტკივნეულ სახსრებზე ღამით წაისვით.