ხალხური რეცეპტები რადიკულიტის სამკურნალოდ

0
630

რადიკულიტის აშკარა ნიშნები – მგრძნობელობის დარღვევა, ნერვის ფესვების მტკივნეული შეგრძნებები, ზოგიერთ შემთხვევაში მოძრაობის პრობლემები. როგორც წესი, დაავადება მწვავედ ვითარდება, მაგრამ ხშირად ქრონიკულში გადადის.

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რადიკულიტის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს.

რადიკულიტის სიმპტომების მოშორებაში ოქროს ულვაში (კალიზია) დაგეხმარებათ. მცენარის ულვაშები არაყზე დააყენეთ (1:2 პროპორცია), თბილ ადგილას 10 დღე შეინახეთ. მზა ნაყენს იისფერი შეფერილობა უნდა ჰქონდეს. მტკივნეულ ადგილებში დღეში რამდენჯერმე შეიზილეთ და ტკივილი გაქრება.

რადიკულიტთან საბრძოლველად მწვანე ნიგვზის გარსი გამოიყენეთ. ხორცსაკეპი მანქანით წვრილად დააქუცმაცეთ (შეგიძლიათ სახეხი გამოიყენოთ, მაგრამ ასე შეიძლება თითები გაიჭრათ). მიღებულ ნარევის ნავთი აურიეთ ისე, რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. ამის შემდეგ კომპრესის სახით გამოიყენეთ. კანზე მაქსიმუმ ნახევარი საათით გაიჩერეთ, რომ დამწვრობა თავიდან აიცილოთ. სამი ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ რადიკულიტი დაივიწყოთ.

შავი ბოლოკი გაწურეთ და მიღებულ წვენში რბილი, მკვრივი ქსოვილის ნაჭერი დაასველეთ. მიღებული კომპრესი მტკივნეულ ადგილას დაიდეთ და თბილი ცხვირსახოცით ან პლედით შეფუთეთ. შეგიძლიათ 2–3 დღე გაიჩეროთ, თუ დისკომფორტს არ გიქმნით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

0,5 კგ კარტოფილი ქერქიანად მოხარშეთ, დაჭყლიტეთ და 1–2 ს/კ საკვები სოდა აურიეთ. მარლა ორად გაკეცეთ და მიღებული ნარევი წაუსვით. კომპრესი კარტოფილის ნარევის მხრიდან წელზე დაიდეთ, ჯერ პარკით შეიხვიეთ და შემდეგ ბეწვის შარფით შეფუთეთ.

მუმიო ძლიერი ბიოსტიმულატორია, რომელსაც რადიკულიტის სამკურნალოდ ხშირად იყენებენ. ერთი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად 4-50 გრ მუმიო საკმარისია. გამოყენების მეთოდი: მუმიოს ფენა წყლით დასველებულ სუფთა კანზე წაისვით. რეკომენდებულია ლატექსის ხელთათმანები გამოიყენოთ. საშუალება კანში 3-5 წუთით შეიზილეთ, სანამ არ გაშრება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას არ იგრძნობთ. 2 კვირიანი შესვენებებით შეგიძლიათ 3 კურსი 10–10 დღე  ჩაიტაროთ.