ჰიპერტონიის სამკურნალო ეფექტური ხალხური საშუალებები

0
691

ჰიპერტონიის მთავარ ნიშნად მაღალი არტერიული წნევა ითვლება. დაავადებას მცირე არტერიების კედლების ზედმეტი დაძაბულობა იწვევს, რაც თავის მხრივ არტერიებს ავიწროებს და სისხლის გამტარობას ართულებს. Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ ხალხურ საშუალებებს ჰიპერტონიის სამკურნალოდ.

წნევის სწრაფად შესამცირებლად ნაჭერი 5%–იან სუფრის ან ვაშლის ძმარში დაასველეთ და 7-10 წუთით ქუსლებზე დაიდეთ. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია, ამიტომ აკონტროლეთ, რომ წნევა ძალიან დაბლა არ დაიწიოს. წნევის დარეგულირების შემდეგ პროცედურა აკონტროლეთ.

კიდევ ერთი ძალიან ეფექტური საშუალება – ფეხის ცხელი აბაზანა მდოგვით. ასე წნევას უფრო სწრაფად დაიკლებთ, ვიდრე სააფთიაქო აბებით.

ხალხური რეცეპტები წნევის შესამცირებლად

  1. 2 საშუალო ზომის ნივთის თავი 1 ჭიქა რძეში დარბილებამდე მოხარშეთ, გადაწურეთ. ახალი ნახარში ყოველ 2 დღეში მოამზადეთ და სუფრის კოვზობით დღეში 3–ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა.
  2. 1 საშუალო ზომის ხახვი და 4 კბილი ახალი ნიორი წვრილად დააქუცმაცეთ, 1 ს/კ ხმელი ცირცელის კენკრა დაუმატეთ. 1 ლ ანადუღარი გრილი წყალი დაასხით, ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 15 წუთით ადუღეთ, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ამის შემდეგ თითო სუფრის კოვზი ხმელი კამა, ოხრახუში და ბერულა დაუმატეთ. აურიეთ და 15 წუთით ადუღეთ. მიღებული ნახარში 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ნახევარი სუფრის კოვზი ნახარში დღეში 4–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. სამკურნალო კურსი – 10 დღე, შემდეგ 3 კვირა შეისვენეთ. მზა ნახარში შეგიძლიათ მაცივარში მაქსიმუმ 5 დღე შეინახოთ.
  3. 3 კგ ხახვი გაწურეთ, მიღებულ წვენს 25 კაკლის გარსი, 500 გრ თაფლი დაუმატეთ და 500 მლ არაყი დაასხით. 10 დღე დააყენეთ. ასეთი ხალხური საშუალება შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერ თითო სუფრის კოვზობით დალიოთ.

ასევე ჰიპერტონიას შესანიშნავად უმკლავდება ნახშირზე ან ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი.