
წუთში 60-80 დარტყმა ნორმალურ გულისცემად ითვლება. სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის დამღუპველი ჩვევების და გულის დაავადებების გამო, გულის სწორი რიტმი ირღვევა და პულსი ხშირდება.
სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ძვირადღირებული სამკურნალო პრეპარატების შეძენის საშუალება არ აქვს. სწორედ ამიტომ, Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით პულსის დარეგულირებას შეძლებთ. სამკურნალო მცენარეებით დამზადებული პრეპარატები ხელმისაწვდომი და ეფექტურია, თან ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს.
ასკილი გულის რიტმის დასარეგულირებლად
უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ასკილის ნაყოფი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც გულისცემას არეგულირებს. ეს ნაყოფი მთლიანად გულის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად ასკილის ნაყოფი დააქუცმაცეთ და 0,5 ლ ადუღებული წყალი დაასხით.
20 წუთით ადუღეთ, დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. 200 მლ ნახარში ყოველდღე დალიეთ, სასურველია, სადილობის პერიოდში. მკურნალობის კურსი – 2 კვირა.
კატაბალახა პულსს ამცირებს
ყველასთვის ცნობილია, რომ კატაბალახას შესანიშნავი დამამშვიდებელი თვისებები აქვს. ეს ერთ–ერთი ეფექტური მცენარეა გულისცემის სიხშირის დასარეგულირებლად.
სამკურნალო მცენარის წინასწარ გამხმარი ფესურა დააქუცმაცეთ, ადუღებული წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. მაქსიმუმ ნახევარი საათით ადუღეთ, შემდეგ 4 საათით დააყენეთ. 1 ს/კ მიღებული საშუალება დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
ნატურალური თაფლი – შესანიშნავი საშუალება უსიამოვნების საწინააღმდეგოდ
თაფლის სამკურნალო თვისებების შესახებ ყველამ იცის.ეს შესანიშნავი საშუალება შეგიძლიათ პულსის შესამცირებლად გამოიყენოთ. თაფლი ნებისმიერ ნატურალურ სასმელს დაუმატეთ, რომელიც მოგწონთ.
გვირილასთან ერთად თაფლი არა მხოლოდ გულის რიტმს ამცირებს, არამედ განწყობას ამაღლებს. გვირილას ყვავილებს მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დააყენეთ. მიღებული ნახარში ჩაის ნაცვლად დალიეთ, შაქრის ნაცვლად თაფლი გამოიყენეთ.