როგორ ჩავაცხროთ შეშუპება: 4 მოქმედი ხალხური რეცეპტი

0
1422

ფეხების შეშუპება ძალიან უსიამოვნო, ამავდროულად, გავრცელებული მოვლენაა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. სამწუხაროდ, ამ პრობლემისგან დაზღვეული არავინაა.

ხალხური მედიცინის ყულაბაში უამრავ საშუალებას იპოვით შეშუპებასთან საბრძოლველად. ბალახებისა და სხვა ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული პრეპარატები ეფექტურ და სწრაფ საშუალებად ითვლება, ამ პრობლემის წინააღმდეგ და ადამიანის ზოგადი თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 4 ყველაზე ეფექტურ რეცეპტს ამ უსიამოვნებასთან გასამკლავებლად.

როგორ მოვიხსნათ შეშუპება

  1. გახსენით 2 ლ წყალში 1/2 ჭიქა ზღვის მარილი. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ რამდენჯერმე გადაკეცილი მარლა და დაიდეთ კომპრესის სახით, პრობლემურ ზონაზე. შებერილობის დროს, ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს. კურსი ორ კვირამდე უნდა გაგრძელდეს.
  2. გაფცქვენით ნედლი კიტრი, დაჭერით თხელ ზოლებად და დაიდეთ პრობლემურ ზონაზე, დაიფიქსირეთ ბინტი არც ისე მჭიდროდ და გაიჩერეთ მაქსიმალურად დიდხანს.
  3. გააზავეთ 1 საშუალო ლიმონის წვენი 200 მლ თბილ წყაში. მიღებული მოცულობა დაყავით 4 დოზად და დალიეთ დღის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა შეშუპების გაქრობამდე.
  4. აირეთ თეთრთავა კომბოსტოს რამდენიმე თავი, გარეცხეთ და ოდნავ დაბეგვეთ, წვენი რომ გამოყოს. დაიდეთ პრობლემურ ზონებზე, შემოახვიეთ არც ისე მჭიდრო სახვევი.

თქვენ როგორ ებრძვით შეშუპებას?