
კომბოსტოს სამკურნალო თვისებები ძველი დროიდან სარგებლობს პოპულარობით. უამრავი რეცეპტი არსებობს, რომლებსაც შეხვდებით როგორც ძველ, ისე ახალ წიგნებში. Girl.ge-ის რედაქცია კომბოსტოს ფურცლების გამოყენების ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ გზებს გაგაცნობთ.
- თავის ტკივილის წინააღმდეგ-თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, კომბოსტო დაგეხმარებათ. დაიდეთ ახალმოწყვეტილი ფურცელი ტკივილის ლოკალიზაციის ადგილზე (შუბლზე, კეფაზე ან საფეთქლებზე). სცადეთ იმავე ხრიკის გამოყენება მაღალი სიცხის დროს, ოღონდ ფურცლები წინასწარ ოდნავ დანაყეთ, წვენი რომ გამოუშვას.
- ხველის წინააღმდეგ-ამ პრობლემასთან გამკლავებაში კომბოსტოსა და თაფლის კომპრესი დაგეხმარებათ. აიღეთ მთლიანი ფურცელი, გარეცხეთ და კარგად გააშრეთ ხელსახოცებით. შემდეგ მოათავსეთ მდუღარე წყალში, წაუსვით თაფლი და დაიდეთ წასმული მხარე მკერდზე ან ზურგზე. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ბავშვებს თაფლზე ალერგია შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, მიუხედავად კომპრესის გამოყენების დადებითი გამოცდილებისა, ფრთხილად უმკურნალეთ ბავშვებს.
- ყელის ტკივილის დროს-კომბოსტოს კომპრესი ყელის ტკივილის დროსაც დაგეხმარებათ. დაიდეთ ფურცელი ყელის არეში 1-2 საათით და ტკივილის შეგრძნება შემცირდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ, კომბოსტო დაწუროთ და წვენით ყელი გამოივლოთ.
- იარებისა და ჩალურჯებების მოსაშორებლად-კომბოსტო ეფექტურად აჩერებს სისხლდენას და ახორცებს დაზიანებულ კანს, რაც საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ იგი იარების მოსაშორებლად, განსაკუთრებით, ფეხებსა და ხელებზე. კომბოსტოს ფურცლები მოგაშორებთ ტკივილსა და შეშუპებას, დააჩქარებს ჰემატომების გაქრობას.
დაიდეთ გარეცხილი ფურცელი დაზიანებულ ადგილზე. მეორე ვარიანტი – დაწურეთ კომბოსტოს წვენი, ჩაალბეთ მასში ბუნებრივი ქსოვილი და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე, დააფიქსირეთ სახვევით. ასეთი სალბუნით სწრაფად მოიშორებთ ტკივილს და აღადგენს დაზიანებულ კანს.