
Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, თქვენთვის შემოეთავაზებინა ხალხური რეცეპტები, რომლებიც პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
- ზეთოვანი სავლებები პირის ღრუში არსებული ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან მავნე მიკროორგანიზმების მოშორებისთვის გამოიყენება. დღეში ორჯერ, პირში 15 წუთით იგუბებენ ზეთს, შემდეგ კი სითხეს აფურთხებენ და პირის ღრუს თბილი წყლით საგულდაგულოდ ივლებენ.
- აგრეთვე, პირის გამოსავლებად ძალიან კარგი საშუალებაა პიტნის ჩაი. იგი არამხოლოდ ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას, არამედ დიდი ხნით აახლებს სუნთქვასაც. პიტნა არამხოლოდ აქრობს უსიამოვნო სუნს, არამედ აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება და შარდმდენი ეფექტი. სპეციალისტები პიტნის ჩაის მირთმევას იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით გვირჩევენ.
- შეგიძლიათ, ნაყენი სამკურნალო მცენარეებისგან მოამზადოთ. თანაბარი რაოდენობით აიღეთ გვირილის ყვავილები, აბზინდისა და ველური მარწყვის ბალახი. დაასხით ნარევს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. გადაწურეთ და გამოიყენეთ პირის გამოსავლებად.
- ამავე მიზნით შეგიძლიათ მუხის ქერქის მოხარშვაც. 2 ს.კ. ქერქს დაასხით მდუღარწ წყალი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ სავლებად. ბალახოვანი სავლები ყველაზე უფრო ეფექტურია რეგულარული გამოყენების დროს. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 2 კვირას არ აღემატება.
- ანისულის მარცვლების დაღეჭვა უზმოზე პირის ღრუში ჰაერს განაახლებს. მოხალული თხილი მოგაშორებთ ნივრისა და ხახვის არომატს. უსუნო სუნთქვა დიდი ხნით რომ შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ ვაშლი, ოხრახუში, ჯანჯაფილის ფესვი, მუსკატის კაკალი ან უბრალოდ შავი ჩაი.
მიუხედავად ინტერნეტში არსებული მრავალრიცხოვანი დადებითი გამოხმაურებისა, მე არ გირჩევთ თვითმკურნალობას. სანამ პრაქტიკაში რომელიმე ზემოხსენებულ რეცეპტს გამოიყენებდეთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც შეძლებს შესაფერისი სამკურნალო საშუალებების შერჩევას, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.