
ალოე ოთახის მოკრძალებული მცენარეა, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ამიტომაც ცხოვრობს თითქმის ყველა სახლში. გარდა იმისა, რომ ალოე სახლს ალამაზებს, მას აქვს გასაოცარი უნარი, გაუმკლავდეს ზოგიერთ დაავადებას, თანაც, ოფიციალური მედიცინის მიერ აღიარებული მედიკამენტების ხარისხით! ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური რეცეპტია ალოე თაფლით. ეს საშუალება დაგეხმარებათ გაჭიანურებული გაციებისა და ხველის დროს.
ხალხური მედიცინა უამრავ რეცეპტს გვთავაზობს, რომელთა გამოყენება ვირუსული დაავადებების დროს შეიძლება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებშიც.
ეფექტური საშუალება ხველის წინააღმდეგ
- მოჭერით ალოეს ფოთოლი, გაახვიეთ ქაღალდში ან ბამბის ქსოვილში და მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით. დილით გამოიღეთ, გაფცქვენით და დაწურეთ წვენი.
- მზა წვენით შეგიძლიათ ნაყენის მომზადება პატარა პაციენტებისთვის. მშობლებმა შესანიშნავად იციან, როგორი რთულია ბავშვის დაყოლიება სამკურნალო პრეპარატის მიღებისთვის. თუ მას თაფლს დაუმატებთ, მიიღებთ ტკბილ და უფრო სასარგებლო წამალს, ბავშვი მას სიამოვნებით დალევს. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თაფლი ძლიერი ალერგენია და მიღებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვს მასზე ალერგია არ აქვს.
რეცეპტი პატარებისთვის
15 გ თაფლი (1 ს.კ.) შეურიეთ 100 მლ (ნახევარი ჭიქა) ალოეს წვენს. დალიეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, 1 წილ ალოეს 5 წილი თაფლიც შეურიოთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიოთ. ზრდასრულებისთვის ერთჯერადი დოზა 2 ს.კ.-ს შეადგენს, ბავშვებისთვის – 2/3 ს.კ. მიიღეთ 5 საათში ერთხელ.
თუ გაციების სიმპტომებს ამჩნევთ, გაჩნდა ხველა და თავს შეუძლოდ გრძნობთ, მოჭერით ალოეს ფოთოლი, შეინახეთ მაცივარში და მეორე დღეს მოამზადეთ წამალი, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებს სწრაფად და უკვალოდ გააქრობს!