
არომათერაპია არამხოლოდ სასიამოვნო გზაა სახლში სამკურნალო და მიმზიდველი არომატის დასაყენებლად, არამედ ესაა მანიპულაციათა კომპლექსი, რომელიც განწყობის გასაუმჯობესებლად, გამოსაჯანმრთელებლად, საცხოვრებელში ატმოსფეროს განსამუხტავად გამოიყენება. გარდა ამისა, არომათერაპიას მკვეთრი მაახალგაზრდავებელი მოქმედებაც აქვს.
Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ სამკურნალო ზეთებს, მათ გამოყენებასა და უეფექტურესი ნიღბის რეცეპტს. მაშ ასე,
როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკური ზეთები
გამაახალგაზრდავებელი ზეთები უნდა მიიღოთ ინჰალაციის სახით, უბრალოდ უნდა შევისუნთქოთ არომატი, რომელსაც არომაჭრაქი აფრქვევს, მივიღოთ აბაზანა ზეთების დამატებით და შევიზილოთ ცხიმი კანში.
არომატული ზეთები, რომლებსაც მცენარეული ნედლეულისგან იღებენ, არ ექვემდებარება ქიმიურ ზემოქმედებას, რის გამოც ძალიან ბევრ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, ეს კი, თავის მხრივ, მრავალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება.
არომათერაპიის ეფექტი სრულყოფილად რომ შევიგრძნოთ, სახლში ათობით სხვადასხვა ზეთი უნდა გვქონდეს, ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის, სულ კი ასამდე არომაზეთს ვიცნობთ. თითოეულ მათგანს მოქმედების თავისებური სპექტრი აქვს, თუმცა, თითქმის ყველას აქვს ანტისეპტიკური, გამაძლიერებელი მოქმედება, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, ამშვიდებს ან ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა, ასტიმულირებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს კნტ-ს მუშაობას.
ბევრ ზეთს პროფილაქტიკური მოქმედება აქვს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგაა მიმართული, აღადგენს გულ-სისხლძარღვთა, შარდგამომყოფ და სასუნთქ სისტემებს, დევნის პარაზიტებს და ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები.
სწორედ ბოლო მოქმედებას ეფუძნება ზეთების შესაძლებლობა, გააახალგაზრდავოს ორგანიზმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელიც ფსიქიკაზე უარყოფითი ფაქტორების მუდმივ გავლენას განიცდის, ნაადრევ დაბერებას აწყდება, რამდენადაც სტრესი ჰორმონულ სისტემას არასწორ რეჟიმში მუშაობას აიძულებს. არომაზეთები დაგვეხმარება დაძაბულობის მოხსნაში და დაგვიბრუნებს სიცოცხლის სიყვარულსა და ახალგაზრდობას – უბრალოდ ისწავლეთ მათი სწორად გამოყენება.
ეფექტური ზეთების მიმოხილვა
მაახალგაზრდავებელი ზეთები, მათ შორის, შის, ხორბლის მორჩების, ქაცვის, ავოკადოს, ატმის, ჟოჟობას ზეთი მართლაც ჯადოსნურ ძალას ატარებს – სხეულს ახალგაზრდობას უბრუნებს. მაგალითად, შის ზეთის კანზე წასმით, მას არბილებთ, აშორებთ ნაოჭებს, არეგულირებთ კანში მიმოცვლით პროცესებს და ანელებთ მის დაბერებას. ეს ზეთი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს, ოლეინის, პალმიტინისა და სტეარინის მჟავებს, რომელთა კომპლექსური გავლენა კანზე დაუყოვნებლივ აუმჯობესებს მას.
ხორბლის მორჩების ზეთით შეგიძლიათ გამაახალგაზრდავებელი შემადგენლობის მომზადება: 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, კარგად შეურიეთ და დაუმატეთ 1 ს.კ. ხორბლის მორჩების ზეთი, რამდენიმე წვეთი E და A ვიტამინები. წაისვით მასა თვალების გარშემო კანზე, დეკოლტესა და კისრის მონაკვეთზე.
ზეთებიანი აბაზანის მიღებისას, არ დაგავიწყდეთ, რომ წყლის ტემპერატურა 38 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო ზეთს ხსნიან გამხსნელში, მაგალითად, ზღვის მარილში, ნაღებში ან არაჟანში, რამდენადაც დამოუკიდებლად, ზეთი წყლის თავზე მოექცევა. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 5-30 წუთს უნდა გაგრძელდეს, ზეთისა და სასურველი ეფექტის მიხედვით.
აბაზანას უმატებენ სხვადასხვა მაახალგაზრდავებელ ზეთს: ნემსიწვერას, როზმარინის, ილანგ-ილანგის, ნეროლის, ჩაის ხის, ჟასმინის, ვარდის, ბერგამოტის – თითოეული მათგანი შესანიშნავად უვლის სხეულს, აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლას უჯრედულ დონეზე. სახის მოვლის დროს, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი სახის კრემს ან ნიღბებს.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი
- 1 წვეთი ნემსიწვერას ზეთი
- 1 წვეთი პალმავარდის ზეთი
მომზადება და გამოყენება
- შეურიეთ ინგრედიენტები და წაისვით კანზე.
- 20 წუთში ხელსახოცით მოიშორეთ, არ ჩამოიბანოთ.
- შეასრულეთ პროცედურა ღამით.
ასეთი ნიღაბი ტონუსში მოიყვანს კანს და გაამკვრივებს მას, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში.