
იცით, როგორ უნდა მოამზადოთ ლიმონის ხაჭო და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი ხაჭოსგა? Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ამ გემრიელი წამლის რეცეპტსა და სასარგებლო თვისებებს.
ხაჭოს ძვირფასი თვისებები
ყველამ იცის, რომ საღი რძის ხაჭო ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. იგი შეიცავს 12 ვიტამინს, მათ შორის, B ჯგუფს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის გაძლიერების, ორგანიზმის ცხოვრებისეული ენერგიით გავსებისთვის. ის, რომ ხაჭო კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალებს შეიცავს, ასჯერ მაინცაა დამტკიცებული.
რძემჟავის ამ პროდუქტის მუდმივი მიღება აძლიერებს ძვლოვან სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მდგომარეობას, თირკმლების მუშაობას, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ფუნქციას.
ორგანიზმმა კალციუმის ნორმა რომ მიიღოს, დღეში 150 გ ნამდვილი ხაჭო უნდა მიირთვათ. ეს მნიშვნელოვანია ფეხმძიმეების, მოხუცებისა და ბავშვებისთვის.
ლიმონიანი ხაჭოს შემთხვევაში კი, დამტკიცებულია, რომ ამ პროდუქტს ნაწლავები უკეთ ითვისებს, არ იწვევს დუღილს (ფერმენტაციას). ვისაც ჩვეულებრივი ხაჭოს ჭამა კუჭის მომატებული მჟავიანობის ან მისი კომპონენტების აუტანლობის გამო არ შეუძლია, მშვიდად შეუძლია “დღეგრძელების საკვების” მიღება.
რა გავლენას ახდენს ლიმონიანი ხაჭო ადამიანის ჯანმრთელობაზე
- აუმჯობესებს მეხსიერებას;
- აძლიერებს გულის კუნთსა და ძვლოვან სისტემას;
- არეგულირებს კნტ-ს მუშაობას;
- გვეხმარება ნერვული აშლილობისა და დეპრესიის მოხსნაში;
- აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას.
როგორ მოვამზადოთ ლიმონიანი ხაჭო
რატომ უწოდებენ ამ კერძს “დღეგრძელების საკვებს”? აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დიდხანს და ჯანმრთელად იცოცხლეს, აღიარებს, რომ ისეთ საკვებს მიირთმევდნენ, რომელიც არ იწვევდა ნაწლავებში ფერმენტაციის პროცესებს.
ცნობილია, რომ ფერმენტირებული საკვები ნაწლავებში ბევრ მავნე ნარჩენს ტოვებს და საფუძველს უყრის სხვადასხვა დაავადებას. მსგავსი უსიამოვნება რომ არ დაგატყდეთ თავს, გადახედეთ ახალი კერძის მომზადების რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- 1 ლ რძე
- 1 ლიმონი
მომზადება
- ნელ ცეცხლზე დადგით რძიანი ქვაბი.
- როცა რძე 60-70 გრადუსს მიაღწევს, ჩააწურეთ ლიმონის წვენი სწრაფად მოურიეთ და მაშინვე გამორთეთ ცეცხლი.
- როცა სითხე გაგრილდება, გადაწურეთ მარლაში ან საცერში.
- მიიღებთ დატკეპნილ ხაჭოს. დაუმატეთ თაფლი და გემო ბევრად გაუმჯობესდება. შრატით დომხლის ან ნამცხვრის გაკეთება შეგიძლიათ.
- ლიმონიდან წვენი მთლიანად რომ გამოწუროთ, გააჩერეთ ცხელ წყალში 30 წამით, მხოლოდ შემდეგ გაჭერით შუაზე და დაწურეთ წვენი.
გახდომა ხაჭოს დახმარებით
გოგონები, რომლებსაც წონის დაკლება სურთ, სწორედ ამ პროდუქტს უნდა ირჩევდნენ. იგი მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმს, ამიტომ განტვირთვის დღეებში ან დიეტისთვის შესანიშნავი პროდუქტია.
ლიმონიანი ხაჭო ნელი ნახშირწყლების წყაროა, ისინი დიდხანს გვიტოვებს დანაყრების გრძნობას, ავსებს ორგანიზმს ენერგიით. წონაში კლების გარდა, დატკეპნილი ხაჭო სასარგებლოა ათეროსკლეროზის წინააღმდეგ, ხრტილოვანი ქსოვილის აღსადგენად და ნივთიერებათა მიმოცვლის გასაუმჯობესებლად.
სპორტსმენებს, რომლებიც კუნთოვანი მასის მომატებას ცდილობენ, ამ პროდუქტის მოხმარება შეუძლიათ. დღეში 150 გ საკმარისია 35 გ ცილის მისაღებად. ეს კი ერთჯერადი ნორმაა, რომელიც ორგანიზმს ცილით უზრუნველყოფს.
მიუხედავად სარგებლიანობისა, ხაჭო მავნეც შეიძლება იყოს, თუ ერთ ულუფაზე 100 გრამს მიირთმევთ, თანაც ყოველდღე. კვირაში სამჯერ მისი მირთმევა სავსებით საკმარისია.
ამბობენ, რომ ლიმონიანი ხაჭო დიდხანს სიცოცხლეში დაგვეხმარება, თანაც, ჯანმრთელად. მოვუსმინოთ უხუცესებს და მივირთვათ ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტი.