როგორ გავიზარდოთ წარბები: 4 პრაქტიკული რჩევა

0
1510

ალბათ, ფართო, ხშირი წარბები მარადიული ტრენდია. ის ყველგანაა: პოდიუმზე და ყველაზე მოდური ქალების ინსტაგრამზე. მოზარდობის პერიოდში შეიძლება ზედმეტი კორექცია მოგივიდათ ან ცუდი ოსტატის ხელში მოხვდით. უბრალოდ ჩვენი 4 რჩევა გამოიყენეთ, რომელთა დახმარებით სასურველი ფორმის წარბების გაზრდას შეძლებთ.

სპეციალური საშუალებები და ვიტამინები

თქვენს ორგანიზმს შეიძლება ვიტამინები აკლდეს. დიაგნოზი დამოუკიდებლად არ დაისვათ, ტრიქოლოგს ეწვიეთ და აუცილებელი ანალიზები გაიკეთეთ (დიდი ალბათობით, ვიტამინების კურსს დაგინიშნავენ).

წარბზე წასასმელი სპეციალური ზეთი შესანიშნავად დაგეხმარებათ. მაგალითად, აბუსალათინის ზეთი ან ზეთი E ვიტამინით.

სწორი მაკიაჟი

დეკორატიული კოსმეტიკა არ დაგავიწყდეთ. წარბის ფანქრით თმის ძირები შეიღებეთ და სიცარიელე შეავსეთ, სპეციალური ჯაგრისით წარბები დაივარცხნეთ და ბოლოს გელით დააფიქსირეთ. ბოლო ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გამჭვირვალე, ასევე მსუბუქი შეფერილობის გელი.

წარბზე სახის კანის მოვლის საშუალებები არ წაისვათ

ყურადღება მიაქციეთ, რომ კრემი, შრატი ან სახის ნიღაბი წარბზე არ მოხვდეს. დიახ, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია. თმის ფოლიკულები შეიძლება მკვებავი კომპონენტებით გაივსოს და ზრდა შეწყვიტოს ან დაცვივდეს.

მოთმინება მოიკრიფეთ

წარბის გასაზრდელად საშუალოდ 15 კვირა (ზოგჯერ, მთელი წელი) დაგჭირდებათ. მოითმინეთ და წარბის ფორმირებისთვის კარგ ოსტატთან მისვლა არ დაგავიწყდეთ – ის ზედმეტს არ მოგაშორებთ, თქვენს შრომას არ გააუფასურებს და ამასთან წარბს საჭირო ფორმას მისცემს.

DIOR, წარბის ფანქარი DIORSHOW BROW STYLER

რბილი ფანქარი წარბს ხაზს იდეალურად უსვამს და ბუნებრივ, პუდრისებრ ეფექტს ანიჭებს. დიდხანს ძლებს და დღის განმავლობაში არ იღვენთება.

ფასი: 85 ლარი

LANCOME, წარბის გელი SOURCILS STYLER

იდეალური გამჭვირვალე გელი: თმას ამაგრებს და ფორმას დღის განმავლობაში ინარჩუნებს. თეთრ კვალს არ ტოვებს და უხეშ და სქელ წარბებსაც უმკლავდება.

ფასი: 103 ლარი

URBAN DECAY, წარბის კორექტორი BROW BLADE

საშუალება მიკრობლენდინგის ეფექტით: ჯერ წყალგამძლე ფანქრით თმის ღერები დაიხატეთ, შემდეგ წვრილი მარკერი კანზე გადაიტარეთ. სხვათა შორის, მარკერის უკვე 7 შეფერილობა გამოვიდა – თქვენი ფერის მოძებნა რთული არ იქნება.

ფასი: 70 ლარი

ზეთი NIKONOROVA BROW OIL

დაძინამდე 2 საათით ადრე რამდენიმე წვეთი ზეთი ხელისგულებით გაახურეთ და წარბებზე თითის ბალიშებით ან ფუნჯით წაისვით. ვიტამინებით და ნატურალური ზეთებით გამდიდრებული საშუალება ურჩ თმის ღეროებს უფრო დამჯერს გახდის და მათ გასქელებასა და მოცულობაზე იმუშავებს.

ფასი: 15 ლარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ