საპნის ქაფი სურდოს მოგაშორებთ

0
991

გაზაფხულის ავიტამინოზის პერიოდში გაცივება და მასთან ერთად სურდო ხშირად გვსტუმრობს. დღეს Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მე–20 საუკუნის ცნობილი მეცნიერის და ეპიდემიოლოგის, ნ. გამალეის რეცეპტს. მეცნიერი ქრონიკული სურდოს განკურნებას უბრალოდ ტუალეტის საპნით (სჯობს საბავშვოს საპონი გამოიყენოთ) გვთავაზობს.

თუ ქრონიკული სურდო თქვენი პრობლემაა და მკურნალობის არც ერთი მეთოდი არ გშველით – ეს მარტივი რეცეპტი სცადეთ.

საპონი სუფთა ხელებით აიღეთ, კარგად ააქაფეთ და ცხვირის ძგიდე რამდენიმე წუთით დაიმასაჟეთ, თითქოსდა საპნის ქაფის შეზელვას აპირებთ.

არ გაგიკვირდეთ, თუ ცემინებას ან ცრემლდენას დაიწყებთ – ეს ნორმალური რეაქციაა და გაღიზიანება სწრაფად გაქრება. სამაგიეროდ, სუნთქვას შეძლებთ!

პირველი ხანი პროცედურა ყოველი ცხვირის გაჭედვისას გაიმეორეთ, შემდეგ დღეში 2–3–ჯერ. როცა სურდოს დაამარცხებთ, შეგიძლიათ ეს მეთოდი მწვავე ვირუსული ინფექციების და გრიპის პერიოდებში ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ გამოიყენოთ.