
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს სურათებით. მისი დახმარებით გაიგებთ, თუ რა გელით უახლოეს რამდენიმე დღეში.
რა დაინახეთ პირველად?
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ჩვენ ყველას მოკლე და გრძელვადიანი მიზნები გვაქვს. სწორედ მიზნები გვაძლევს მოტივაციას, რომ ყოველ დილით გავიღვიძოთ და დროის დიდი ნაწილი სამუშაოს ან სწავლას დავუთმოთ.
ყოველთვის არ გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ, თუ როდის განხორციელდება ჩვენი გეგმები. ფსიქოლოგიური ტესტები კი ამ ფარდის გადაწევაში დაგეხმარებათ.
თქვენი არჩევანი გეტყვით, თუ თქვენი რომელი ოცნება ახდება მალე. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიგითითებთ ქვეცნობიერი და რა გაინტერესებთ ცხოვრების ამ მომენტში.
სწორედ ამიტომ, ზემოთ მოცემულ სურათს კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ ის, რასაც პირველად დაინახავთ. ამის შემდეგ გაშიფვრა წაიკითხეთ და გაარკვიეთ, თუ რა მოვლენა გელით უახლოეს დღეებში.
რა დაინახეთ მოცემულ სურათზე პირველად?
სახე
თქვენ ბიზნესში აყვავება გელით, მაგრამ კონფლიქტებს ერიდეთ. საკუთარი თავი ახლობლებზე ან თანამშრომლებზე მეტად არ განადიდოთ. ამან შეიძლება თქვენს კარიერასა და ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდი გავლენა იქონიოს.
თუ ახალი ცხოვრების დაწყებას ან რაიმე ჩვევაზე უარის თქმას აპირებთ, ახლა შესაფერისი დროა.
ფარშევანგი
პროფესიულ სფეროში გაგიმართლებთ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ ან ამ მომენტისთვის პროფესია არ გაქვთ, ამ თვეში ახალი პროფესიის ათვისებას შეძლებთ. ეს კი თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
ძალიან მალე რთული, მაგრამ საინტერესო საქმე გელით, რომელიც დიდი გამოცდილების და სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ.
ხე
თუ მარტოხელა ხართ, თქვენი არჩევანი ამბობს, რომ მალე მეორე ნახევარს იპოვით. ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში სუფთა და წრფელი სიყვარულით შემოვა.
თუ დანიშნული ხართ ან ვინმეს დიდხანს ხვდებით, ცხოვრების ამ ეტაპზე დიდი ალბათობით დაქორწინდებით.
ხელი
თუ დიდი ხანია ცდილობთ რაიმე მატერიალური აქტივის შეძენას, მაგალითად, ავტომობილის ან ბინის, ამ ახალ და აქტიურ ციკლში ამას შეძლებთ.
ხელი, რომელიც პირველად დაინახეთ, სიმბოლოს წარმოადგენს, რომ რამდენიმე თვიანი ძალისხმევის და საქმისადმი ერთგულების შემდეგ დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ.
ხილ–ბოსტნეული
ხილ–ბოსტნეული მოცემულ სურათზე უმარტივესი ფიგურაა და ნიშნავს, რომ მალე პრობლემებს მოაგვარებთ.
შესაძლოა პროფესიული, ოჯახური თუ პირადი ცხოვრების ჩიხიდან გამოსავლის პოვნას დიდი ხანია ცდილობთ. ამ თვეში კი გამოსავალს იპოვით.
ზოგიერთ ადამიანს უნდა შეურიგდეთ ან ვალი გადაიხადოთ, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ.