პირველი, რასაც დაინახავთ, გეტყვით, რა გჭირდებათ სიყვარულისგან, რომ ბედნიერი იყოთ

0
770

სიყვარული ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. ბევრი ჩვენთაგანი ადრეული ასაკიდან პრინცს ელოდება და ფიქრებით იდეალურ ურთიერთობას ქმნის.

ზოგჯერ დიდი დრო გვჭირდება, რომ ვიპოვოთ ადამიანი, ვისთანაც ბედნიერ და გრძელვადიან ურთიერთობას შევქმნით.

რა უნდა ეძებოთ სიყვარულში, რომ ბედნიერი იყოთ? Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

რა დაინახეთ სურათზე პირველად?

ზემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ. პირველი, რასაც დაინახავთ, გამოაშკარავებს, თუ რას ელით სიყვარულისგან, რომ ბედნიერი იყოთ.

კატები

თუ ორი კატა დაინახეთ, სიყვარული და პარტნიორობა თქვენთვის არაა. უკვე ბევრ ურთიერთობაში იყავით და ყოველჯერზე მარცხი განიცადეთ.

უბრალოდ ბედნიერი მარტოხელა ხართ. საკუთარი თავი გიყვართ და მარტოობის არ გეშინიათ. დამოუკიდებელი ხართ და იცით, რა გსურთ. ურთიერთობა გღლით, გბეზრდებათ და თქვენს პერსპექტივებს ზღუდავს. რომანტიკა გიყვართ და არა გრძელვადიანი ურთიერთობა, რადგან თავისუფლების წყურვილი სწრაფად გკლავთ.

უნდა გესმოდეთ, რომ მარტოობაში ცუდი არაფერია. აუცილებელი არაა, ყველას პარტნიორი ჰყავდეს და ოჯახი შექმნას. ხანმოკლე ურთიერთობაც შეიძლება დაუვიწყარი იყოს.

სანამ ურთიერთობაში ხართ, ამ პერიოდით დატკბით და არ ინანოთ და არავინ დაადანაშაულოთ, როცა დასრულდება. უფრო ბედნიერი იქნებით, თუ ცხოვრებას გაგრძელების საშუალება მისცემთ.

საკუთარ თავს ურთიერთობაში ყოფნას ან დროის გაწელვას ნუ აიძულებთ. თავი აარიდეთ ურთიერთობას, რომელთაც წინასწარ ხანმოკლე ვადა აქვს განსაზღვრული.

მეგობრობა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იზრუნეთ ახლობლებზე, ეს ურთიერთობები განავითარეთ და თავს მარტოსულად არასდროს იგრძნობთ.

ძაღლი

ძაღლს ხედავს ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სიყვარული ცხოვრებაში უდიდესი ღირებულებაა. ეს ისევე გჭირდებათ, როგორც ჰაერი და წყალი. სიყვარულის გარეშე მოკვდებით. თქვენთვის ყველაფერი აზრს კარგავს, ვარდებით და სიცოცხლის გეშინიათ.

თქვენთვის წარმატებული ურთიერთობა უამრავი პრობლემის გადაჭრის რეცეპტია. სიყვარულში ენერგიით, სითამამით, ძალით და სიხარულით სავსე ხართ. მარტოობას ვერ იტანთ. ეს ნელნელა გკლავთ.

მარტოობას ვერ იტანთ, ამიტომ სასოწარკვეთილი სიყვარულს ეძებთ, ხშირად ცალმხრივს. ეს შეცდომაა, რადგან არასწორ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს მგრძნობიარე სულს უფრო ანადგურებს, ვიდრე პარტნიორის არ ქონა.

სამწუხაროდ, ცუდი ურთიერთობისკენ და მათი შენარჩუნებისკენ მიდრეკილება გაქვთ.

გული

პირველ რიგში, ეს პატარა გული დაინახეთ? თქვენ ძალიან მოსიყვარულე ადამიანი ხართ და შეგიძლიათ თქვენი გრძნობები მთელ სამყაროს გაუზიაროთ. თქვენ ძალიან მიჯაჭვული ხართ არა მხოლოდ ხალხთან, არამედ ნივთებთან.

საყვარელი საყურის დაკარგვამ შეიძლება აგატიროთ. ინახავთ ნივთებს, რომელთაც ბევრი უბრალოდ ყრის. თქვენ ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ხართ.

სწრაფად გიყვარდებათ და ერთდროულად რამდენიმე ადამიანის შეყვარება შეგიძლიათ. ერთ პარტნიორთან ურთიერთობის აგება გიჭირთ, რადგან გსურთ უზარმაზარი სიყვარული სხვებსაც გაუზიაროთ. პარტნიორს ეს შეიძლება არ მოეწონოს.

თქვენთვის სიყვარულს ბევრი ელფერი აქვს. გიყვართ ცხოველები, მეზობლების ბავშვები, ყვავილები, ოჯახი, მეგობრები, ბავშვობის კერპი და იდეალური პარტნიორის შესახებ საკუთარი წარმოდგენა. თქვენ შეიძლება პოლიგამიურ ურთიერთობაში აღმოჩნდეთ.