
თუ იცით, როგორ უნდა მოიშოროთ მეჭეჭები თითებზე, შეგიძლიათ, თქვენი რეცეპტით იხელმძღვანელოთ. Girl.ge-ის რედაქციამ მოამზადა ნაკრები, რომელიც აფთიაქის პრეპარატების, გელებისა და მალამოებისგან შედგება. აგრეთვე, იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ წანაზარდები ვაშლით, ძმრით, კარტოფილით ან ქრისტესისხლათი.
რატომ ჩნდება მეჭეჭი?
უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ეს გადამდები დაავადებაა, რომელიც ხელის ჩამორთმევით, სხვისი პირსახოცით გამშრალების ან ფლოსტების გამოყენების შემთხვევაშიც კი გადადის. დაინფიცირება შეიძლება საზოგადოებრივ აბანოებში, საუნაში, აუზში, კოცნის, სქესობრივი აქტისა და ზღვაში ბანაობის დროსაც კი.
ადამიანები, რომლებსაც ორგანიზში აპვ (ადამიანის პაპილომა ვირუსი) აქვთ, ამ გადამდები დაავადების მატარებლები ხდებიან. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ახლა ეს ვირუსი ზრდასრული და მოზარდი მოსახლეობის 50%-ს აწუხებს.
ვირუსი ჯანმრთელობისთვის საშიშ საფრთხეს არ მოიცავს, თუმცა, ინფიცირებულისთვის დიდი დისკომფორტი მოაქვს. ხელის ჩამორთმევისაც კი ერიდება. თუ თითებზე ასეთი წანაზარდები გაჩნდა, აუცილებელი იქნება ექიმთან მისვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
ამ დაავადების საფრთხის დონეს დერმატოლოგი განსაზღვრავს. იგი დანიშნავს ანალიზებს, შედეგების მიხედვით კი – მკურნალობას. თუ მეჭეჭიდან სისხლი მოგდით, უკვე ონკოლოგს უნდა მიმართოთ.
ეფექტური სამედიცინო საშუალებები
პაციენტები ხშირად მკურნალობენ დამოუკიდებლად, აფთიაქში სხვადასხვა საშუალების, მაგალითად, სალიცილის მჟავის შეძენით.
წანაზარდები მჟავით რომ მოიშოროთ, ჩაალბეთ მეჭეჭები თბილ წყალში 20 წუთით. შემდეგ დაიწებეთ სანტავიკი, მეჭეჭისთვის კი დატოვეთ ხვრელი. დაადეთ მას მჟავაში ჩალბობილი ბამბა და გაიჩერეთ 72 საატით.
ბევრი ვიშნევსკის მალამოსა და ლევომეკოლს იყენებს. მალამოები დღეში ორჯერ, 1 თვის განმავლობაში ისმება. გელი პანავირიც ეფექტური საშუალებაა, მათ შორის, დაავადების გენიტალური ფორმების დროს.
გელებს, კლარეოლსა და ანტიპაპილომს, მაღალი ეფექტურობით გამოარჩევენ მეჭეჭებისა და პაპილომების მკურნალობაში. 3% ოქსოლინის მალამო, ლილაქვის ან ვარტნერის ფანქარიც სადეზინფექციო და მწველი ეფექტით გამოირჩევა.
იოდი თითქმის ნებისმიერ სახლშია: ბამბის ჩხირით ყოველდღე დაიმუშავეთ მეჭეჭი.
სუპერქრისტესისხლა – ყველაზე პოპულარული საშუალება, რომელსაც მეჭეჭების რამდენიმე დღეში გასაქრობად იყენებენ. თუ 2 კვირის შემდეგ გაუმჯობესებას ვერ იხილავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ხალხური მეთოდები მეჭეჭების წინააღმდეგ
პირადი გამოცდილებიდან: ძმარმჟავითა და ფქვილით ვაკეთებ პატარა კვერს, მეჭეჭზე ამოჭრილ სანტავიკზე ვიდებდი, ზემოდან კი მეორე სანტავიკით ვამაგრებდი. სულ 3 სეანსი დამჭირდა მეჭეჭის ფესვიანად მოსაშორებლად. ბებია კი მცირეწლოვან ბავშვებს მწვანე ვაშლს ადებდა წანაზარდებზე:
- გაჭერით ვაშლი ორ ნაწილად.
- წაისვით მეჭეჭზე ვაშლის ერთი ნახევარი.
- შეატყუპეთ ანხევრები, შემოახვიეთ ძაფი, რომ არ გაიშალოს.
- ჩაფალით იქ, სადაც ვაშლი ყველაზე სწრაფად დალპება.
- დალპება ვაშლი – მოგძვრებათ წანაზარდი.
მართლა ასე ხდებოდა: თითები შეუმჩნევლად იწმინდებოდა მეჭეჭებისგან.
სხვები კი მეჭეჭებს შემდეგი საშუალებებით იქრობდნენ:
- შემოიხვიეთ ალოეს ნაჭერი დაორთქლილ მეჭეჭზე. დაამაგრეთ სანტავიკით მჭიდროდ და გაიჩერეთ მთელი ღამით.
- ნივრის გამოყენებით, მეჭეჭი ორ კვირაში მოგძვრებათ: ამოჭერით სანტავიკი მეჭეჭზე ოდნავ ფართოდ, დაიკარით ჯანსაღ კანზე და ხვრელში მეჭეჭი გააძვრინეთ. გამოწეულ წანაზარდზე დაიდეთ დაჭყლეტილი ნიორი და მჭიდროდ შეიხვიეთ.
- ასეთივე მოქმედებებით შეიძლება ჩაის ხის ზეთის გამოყენება.
- ქრისტესისხლათი ბრტყელი მეჭეჭის დამუშავება დადებით შედეგს იძლევა: მოწყვიტეთ ბალახი და წვენი წაისვით წანაზარდზე. რაც შეიძლება ხშირად.
- ძველ დროში ამ პრობლემად ძაფითაც უმკლავდებოდნენ. მეჭეჭის ძირთან შემოიხვიეთ და გაკვანძეთ ძაფი, რათა მას სისხლთან წვდომა შეუფერხოთ. ახალწარმონაქმნი ერთ კვირაში გაქრება.
- შესანიშნავ ეფექტს იძლევა ბანანის კანიც. მჭიდროდ დაიმაგრეთ იგი კერაზე, ყოველდღე ცვალეთ. განსაკუთრებით ეფექტურია ტერფებზე.
- გაჭერით გაუფცქვნელი კარტოფილი 2 ნაწილად. ორივე შეიზილეთ წანაზარდე და წარმოთქვით სამჯერ სიტყვები: “მეჭეჭზე ვისვამ კარტოფილს, კანიდან იგი გამოდის! ამინ”
თქვენ როგორ ებრძვით ამ უსიამოვნო წანაზარდებს? გაგვიზიარეთ ყველაზე ეფექტური მეთოდები.