როგორ გვახდუნებს კარაქიანი ყავა: გემრიელი სასმელი ლამაზი ფიგურისთვის

0
975

აღმოჩნდა, რომ ნელა, თუმცა ინტენსიურად შეიძლება ჭარბი ცხიმის დაწვა, თუ საკუთარ თავს ქოქოსის ან ნაღების კარაქით გაჯერებული ყავით გაანებივრებთ. Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ გემრიელ გასახდომ სასმელს და გეტყვით,

როგორ მოქმედებს ფორმულა

კარაქიანი ყავა

ყავის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: შეგიძლიათ, სიამოვნება მიიღოთ და გახდეთ. თუმცა, სასმელთან ბუტერბროდის მიტანება არ შეიძლება! ცხიმიანი პროდუქტი პირდაპირ სასმელში უნდა ჩააგდოთ.

ასეთი საუზმე მსოფლიო ვარსკვლავებისთვის დიდი ხანია ცნობილია. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? ამ ორი პროდუქტის შეთავსება დაანაყრებს შიმშილის გრძნობას, რაც საუზმიდან სადილამდე გაგრძელდება. უბრალოდ, არ გამოიყენოთ ხსნადი ყავა!

შეიძინეთ ხარისხიანი მარცვლები, დააფქვიეთ და მაშინვე მოხარშეთ. წინასწარ ნუ დააფქვევთ: გემო და სარგებელი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ახალდაფქული მარცვლების შემთხვევაში. რაც შეეხება კარაქს – აიღეთ მხოლოდ ნატურალური ნაღების ან ქოქოსის კარაქი.

და მაინც, როგორ მუშაობს ეს ფორმულა? მარცვლები შეიცავს კოფეინს, მინერალებს, ამინომჟავებს, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს. ნატურალური ცხიმები კი ორგანიზმში ომეგა-3-ის, D ვიტამინის უკმარისობას ავსებს, ორგანიზმს ენერგიას აძლევს. ვიღებთ მკვებავ და მაფხიზლებელ ნარევს.

თუმცა, ამ ელექსირის მთავარი ღირსება ისაა, რომ დილაობით არ გიწევთ იმაზე ფიქრი, თუ რა მოამზადოთ საუზმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი თავისუფალი დრო გრჩებათ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების მოსავლელად.

ვისთვის არ შეიძლება?

როგორც ყველა სხვა პროდუქტს, კარაქიან ყავასაც აქვს თავისი უკუჩვენებები.

  • ფეხმძიმობა და ლაქტაცია;
  • ალერგია რომელიმე კომპონენტზე;
  • მაღალი წნევა, მყიფე სისხლძარღვები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • 16 წლამდე მოზარდები;
  • ჭარბი აგზნებადობა.

თუ ამ სასმელზე გადასვლას აპირებთ, ნუ იფიქრებთ, რომ პირველივე ცდაზე მოგეწონებათ. მის გემოს მიჩვევა სჭირდება. თუ უშაქროს დალევას ვერ შეძლებთ, დაუმატეთ ნახევარი კოვზი თაფლი ან სტევიას ექსტრაქტი.

როცა მოგეწონებათ, ნუ მოიხმართ დიდი ოდენობით: დღეში ერთი ფინჯანი საკმარისი იქნება. ამავდროულად, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ყავა გაგახდუნებთ – ეს აბსურდია. ყოველდღიური ვარჯიშის ან 30-წუთიანი სწრაფი სიარულის გარეშე, ჭარბ წონას ვერაფერს მოუხერხებთ.

რეცეპტი:

  1. აიღეთ 2 ს.კ. ახალდაფქული მარცვლები.
  2. დაასხით 1 ფინჯანი წყალი.
  3. მოხარშეთ ჯეზვეში.
  4. დაუმატეთ 20 გ ქოქოსის ან ნაღების კარაქი. შეგიძლიათ, ორივე ერთდროულად ჩააგდოთ.
  5. თქვიფეთ ბლენდერით 30 წამის განმავლობაში.
  6. ჩაასხით ფინჯანში და მიირთვით საუზმის ნაცვლად.

ამ სასმელში 400 კკალ-ია, ამიტომ სადილამდე თავისუფლად მიაღწევთ დანაყრებული და კარგი განწყობით.

დღის მეორე ნახევარში, ნუ დალევთ ამ სასმელს 15:00-ის შემდეგ. კარგი ყავა 6-7 საათით აფხიზლებს ადამაინს.

ექიმებისა და დიეტოლოგების აზრი

ამ კოქტეილთან დაკავშირებით ყველა ექიმი ერთნაირად როდი ფიქრობს. დიეტოლოგებსაც თავიანთი აზრი აქვთ. ისინი გვაფრთხილებენ, რომ დღეში 1 პატარა ფინჯნის დალევა შეიძლება და არა დიდი ჭიქის.

არსებობს მოსაზრება, რომ სასმელი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანელებს ნაღვლის გამოყოფას. თუ არა 20, არამედ 10 გრამს დაუმატებთ, გვერდითი მოვლენების ნუღარ შეგეშინდებათ.

ბევრმა ქალმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა Bulletproof ყავის მოქმედება. მას სხვადასხვანაირი გამოხმაურება აქვს, გემოსთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოოდ ყველა ამბობს, რომ გემო მოეწონათ.

თუმცა, ზოგიერთი გოგონა გულწრფელად გვაფრთხილებს, რომ სასმელს თან დაჰყვება სიმწარე, რაც ყველას არ მოეწონება.

თქვენ თუ გაგისინჯავთ მსგავსი ყავა? როგორი ეფექტი მიიღეთ? გემო მოგეწონათ?