როგორ მოვამზადოთ გოგრის თაფლი: გაწმინდეთ ღვიძლი ტკბილად

0
1041

ღვიძლი ფასდაუდებელი მუშაა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სისხლის წმენდას ყოველგვარი მავნე და უსარგებლო ნივთიერებებისგან. ჩვენი მიზანია ღვიძლს დავეხმაროთ გაწმენდაში და გავხადოთ იგი უფრო შრომისუნარიანი. ამისთვის ბუნებრივი გამწმენდებიც არსებობს. Girl.ge-ის რედაქცია ახლა მათ მომზადებას გასწავლით.

რა ღუპავს ღვიძლს?

თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ღვიძლს უკეთ მუშაობაში. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ წამლებს, ვჭამთ ყველაფერს, რაც ხელთ მოგვხვდება, ხანდახან, ალკოჰოლსაც ვიღებთ. ამ უარყოფით გავლენებს ემატება ასაკი, რომელიც, ჩვენი ცხოვრების დანარჩენ უარყოფით გამოხატვებთან ერთად, ანადგურებს ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოს.

თუ ხშირად გაწუხებთ ნაღვლის ბუშტის ანთება, სიმძიმე მარჯვენა ნეკნებქვეშ, პირში მწკლარტე გემოს გრძნობთ, სახის ფერი კი ფერმკრთალი და მორუხოა, ღვიძლზე ზრუნვის დრო მოსულა. ამ შემთხვევაში, თქვენს დასახმარებლად ლამაზმანი კვახი გამოიქცევა!

ეს ნარინჯისფერი (მრავალფეროვანი) კენკრა (და არა ბოსტნეული) მთელი რიგი სასარგებლო თვისებების მატარებელია, რის გამოც ლამის იმ სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების ძირითად წყაროდ ითვლება, რომლებიც არამხოლოდ ღვიძლს, არამედ მთელ ორგანიზმს აახალგაზრდავებს.

გოგრის თაფლის სარგებლობა

ორი უსასარგებლოესი პროდუქტის ტანდემი ორგანიზმიდან უსარგებლო მარილებს გამოდევნის, მოგაშორებთ ჭარბ სითხეს. გოგრის თაფლის მთავარი მიზანია სისხლის წმენდა ყველაფრისგან, ნაღვლის ნაკადის გაძლიერება, დაავადებული ორგანოების უჯრედების აღდგენა. ღვიძლის სამკურნალოდ და გასაწმენდად საუკეთესოა თაფლის ნექტრის გამოყენება. მას გოგრის თაფლსაც უწოდებენ.

სამკურნალო ნექტარის რეცეპტი:

  1. იპოვეთ ყველაზე მწიფე, მცირე ზომის ნაყოფი.
  2. გარეცხეთ, მოჭერით თავი, ამოიღეთ გული და რბილი ბოჭკოები.
  3. ჩაასხით თხევადი თაფლი ისე, რომ ცოცხალი “ქოთანი” ნახევრამდე გაავსოს, დაახურეთ თავი, რომელიც მეორე პუნქტში მოჭერით.
  4. დადგით ბნელ ადგილას 10 დღით.
  5. 10 დღეში კვახში სამკურნალო სითხე გაჩნდება. გადაღვარეთ იგი შუშის სუფთა ჭურჭელში.

მიიღეთ თაფლი ყოველდღე, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო კოვზი. მკურნალობა სითხის გათავებამდე უნდა გააგრძელოთ. შეგიძლიათ, 10 დღე არ ელოდოთ და წამლის სმა მეორე დღესვე დაიწყოთ. მისი მოქმედება ისეთივე იქნება, უბრალოდ, ნაკლებად გაჯერდება. მიიღეთ არა თითო კოვზის, არამედ 1/3 ფინჯნის ოდენობით.

ღვიძლის გასაწმენდად, გააგრძელეთ მკურნალობა 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და გააგრძელეთ წმენდა. გოგრის მოხმარებიდან 3 თვეში გაუმჯობესებას იხილავთ მომატებული შრომისუნარიანობის, სახის ფერის უკეთესობისკენ შეცვლის სახით.

უკუჩვენებები

მიუხედავად პროდუქტების სარგებლიანობისა, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ამ ელექსირის მოხმარება არ შეიძლება დიდი ოდენობით. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. სპეციალისტების თქმით, ამ სასმლის მოხმარება არ შეიძლება მათთვის, ვისაც

  • კნტ-ს წყლული, გასტრიტი;
  • ნაღვლის ჭარბი გამოყოფა;
  • დიარეა;
  • ან თაფლზე ალერგია აქვს.

ბევრი არ მიიჩნევს კვახს აუცილებელ პროდუქტად, რაშიც ძალიან ცდებიან. თუ სპეციალისტთა რეკომენდაციებს გადავხედავთ, ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ გოგრა იმდენად ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს, რომ ჩამოთვლაც კი ეზარებათ. მასში იპოვით გულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმლების ფუნქციის გასაუმჯობესებელ თვისებებს.

სად შეიძლება კალიუმის დიდი მარაგის პოვნა? რა თქმა უნდა, მხოლოდ კვახში. იგი შეიცავს ფოსფორსაც, ქლორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, გოგირდს, რკინას, თუთიას, იოდს, სპილენძს, მანგანუმს, ფტორს, კობალტს… ვიტამინთა მდიდარი ნაკრები კი თქვენს წარმოსახვასაც გასცდება: ბეტა-კაროტინი, А, РР, С, Е, В ჯგუფის, პექტინები.

მოკლედ, თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, აუცილებლად ჩაამატეთ რაციონში ეს უგემრიელესი პროდუქტი – იგი ყველა საჭირო ნივთიერებით უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს.